ENews.Ge ახალი ამბები

"დაღლილს ჩამეძინა, ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა სხეულზე მეხებოდა" - პოლონელი ტელეწამყვანის თქმით, საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა

გუშინ, 16:45
117
"დაღლილს ჩამეძინა, ჩიხში შეუხვია და მაშინ გამომეღვიძა, როცა სხეულზე მეხებოდა" - პოლონელი ტელეწამყვანის თქმით, საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა


პო­პუ­ლა­რულ პო­ლო­ნურ შო­უ­ში, სა­ხე­ლად - "გა­დარ­ჩე­ნის­თვის მებ­რძო­ლი დე­დოფ­ლე­ბი“, ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა კა­რო­ლი­ნა პა­ი­ონ­ჩკოვ­სკამ მა­ყუ­რე­ბელს სა­კუ­თა­რი თავი სრუ­ლი­ად სხვა კუ­თხით და­ა­ნა­ხა. მან სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა პი­რად დრა­მებ­ზე - ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მოვ­ლილ ძა­ლა­დო­ბა­სა და ღა­ლატ­ზე. თუმ­ცა, მხო­ლოდ ეს არაა - ახ­ლა­ხან, მან გა­და­ცე­მა­ში "დი­ლის რინ­გი“ პა­ი­ონ­ჩკოვ­სკამ კი­დევ ერთი მძი­მე ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა - რო­გორც ქალი ჰყვე­ბა, წლე­ბის წინ, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

მო­ნა­წი­ლე­თა ემო­ცი­უ­რი აღ­სა­რე­ბე­ბი

პრო­ექ­ტი "გა­დარ­ჩე­ნის­თვის მებ­რძო­ლი დე­დო­ფა­ლე­ბი“ მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ფი­ზი­კურ გამ­ძლე­ო­ბა­სა და სი­სუს­ტე­ებ­თან ბრძო­ლას არ ასა­ხავს. ის აუ­დი­ტო­რი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უკეთ გა­იც­ნოს ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წარ­სუ­ლის მტკივ­ნე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. შოუს მიღ­მა კი, ჟურ­ნა­ლის­ტმა კა­რო­ლი­ნა პა­ი­ონ­ჩკოვ­სკამ კი­დევ ერთ მწვა­ვე პრობ­ლე­მა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად შე­ე­ჯა­ხა.

რო­გორც ცნო­ბილ­მა რე­პორ­ტი­ორ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას პარტნი­ო­რის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ატა­ნა მო­უხ­და. ემო­ცი­ე­ბის და­უ­ფა­რა­ვად მან გა­იხ­სე­ნა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავს ეკი­თხე­ბო­და, შე­ეძ­ლო თუ არა მომ­ხდა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, თუმ­ცა იქვე დას­ძი­ნა, რომ დამ­ნა­შა­ვე ყო­ველ­თვის მო­ძა­ლა­დეა.. პა­ი­ონ­ჩკოვ­სკამ ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ პარტნი­ორ­მა უღა­ლა­ტა რის გა­მოც ქორ­წი­ლამ­დე მცი­რე ხნით ადრე და­შორ­და.

მძი­მე პი­რად ის­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სი­ვე სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში, "დი­ლის რინ­გში“ ისა­უბ­რა, სა­დაც ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად, ტაქ­სის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით მგზავ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო იმ მძღო­ლებს, რო­მელ­თაც პო­ლო­ნუ­რი მარ­თვის მოწ­მო­ბა არ აქვთ. ამ თე­მა­ზე ვარ­შა­ვის პო­ლი­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­აც კი წა­მო­ი­წყო. სწო­რედ აქ გა­იხ­სე­ნა პა­ი­ონ­ჩკოვ­სკამ შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც 9 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დახ­და:

"ახლა უკვე შე­მიძ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი - სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მგზავ­რო­ბი­სას მძღო­ლის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ეს წლე­ბის წინ მოხ­და, როცა ამ თე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ არ იყო მი­ღე­ბუ­ლი. გვი­ან სა­ღა­მოს ვბრუნ­დე­ბო­დი, თუმ­ცა დი­ლის ცვლის შემ­დეგ ისე ვი­ყა­ვი დაღ­ლი­ლი, რომ მან­ქა­ნა­ში ჩა­მე­ძი­ნა. მძღოლ­მა ალ­ბათ იფიქ­რა, რომ ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, გვერ­დი­თა ჩიხ­ში შე­უხ­ვია და მა­შინ გა­მო­მეღ­ვი­ძა, როცა უკვე ჩემ გვერ­დით იჯდა და სხე­უ­ლის ზედა ნა­წი­ლებ­ზე მე­ხე­ბო­და. ახლა ამა­ზე უკვე მშვი­დად ვსა­უბ­რობ, რად­გან დიდი დრო გა­ვი­და“.

და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა და სირ­ცხვი­ლი

ჟურ­ნა­ლის­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ თავ­დამ­სხმე­ლის­გან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა დიდ­ხანს აწუ­ხებ­და და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა იმის გამო, რომ "უცხო კა­ცის მან­ქა­ნა­ში ჩა­ე­ძი­ნა". სირ­ცხვი­ლის გამო პო­ლი­ცი­ა­ში არ მი­სუ­ლა.

  • "შე­ში­ნე­ბულ­მა გა­ვიღ­ვი­ძე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა. მგო­ნი, თა­ვად მძღო­ლიც კი შე­შინ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მან­ქა­ნის კარი არ იყო ჩა­კე­ტი­ლი და დიდი სის­წრა­ფით გა­ვი­ქე­ცი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, რად­გან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის ვა­მოწ­მებ მან­ქა­ნის ნო­მერს, მა­ინც თავს ვი­და­ნა­შა­უ­ლებ­დი - მე­გო­ნა, არა­ვინ და­მი­ჯე­რებ­და, რომ უბ­რა­ლოდ დაღ­ლი­ლო­ბის­გან ჩა­მე­ძი­ნა“, - ჰყვე­ბა ქალი.

პა­ი­ონ­ჩკოვ­სკას თქმით, ბევ­რი ქალი სწო­რედ ამ სირ­ცხვი­ლი­სა და "სა­კუ­თა­რი ბრა­ლის“ გან­ცდის გამო არ მი­მარ­თავს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. თუმ­ცა, მან სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მო­იყ­ვა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ვარ­შა­ვა­ში მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის რი­ცხვი იკ­ლებს: თუ 2023-2024 წლებ­ში 6-7 ასე­თი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბო­და, 2025 წელს მხო­ლოდ ერთი მსგავ­სი ფაქ­ტი აღი­რი­ცხა.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა