ENews.Ge ახალი ამბები

გარდაცვლილთა შორისაა 3 თვის ჩვილი! საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

გუშინ, 23:18
381
გარდაცვლილთა შორისაა 3 თვის ჩვილი!  საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა


თურქეთში, ანკარაში 26 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარის შესახებ თურქული მედია წერს.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, კვამლით ინტოქსიკაცია 29 მოსახლემ და 7 მეხანძრემ მიიღო.

სახანძრო ჯგუფების მიერ ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ოთხსაათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის დროს კვამლის შესუნთქვის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი, გარდაიცვალა.

საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა