ENews.Ge ახალი ამბები

წყალში ჩაძირული მანქანები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი მეტროს ხაზები - ნიუ-იორკს უეცარი წყალდიდობა დაატყდა თავს

გუშინ, 23:55
288
წყალში ჩაძირული მანქანები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი მეტროს ხაზები - ნიუ-იორკს უეცარი წყალდიდობა დაატყდა თავს

ნიუ-იორკს უეც­რად ძლი­ე­რი წვი­მა და ჭექა-ქუ­ხი­ლი და­ა­ტყდა თავს, რის გა­მოც გზებ­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი მძღო­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, მო­ვარ­დნი­ლი წყლის ნა­კა­დე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე ასუ­ლიყ­ვნენ.

გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში წყალ­ში მთლი­ა­ნად ჩა­ძი­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი ჩანს , რომ­ლე­ბიც ძლი­ერ წყლის ნა­კა­დებს მი­აქვთ . ძლი­ერ­მა თავ­სხმამ და და­ახ­ლო­ე­ბით 96 კმ/სთ სიჩ­ქა­რის მქო­ნე ქარ­მა ქა­ლაქს გა­სულ ოთხშა­ბათს, გვი­ან ღა­მით გა­და­უ­ა­რა.

შტორ­მის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბა მთელ ნიუ-იორკში გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა სტი­ქი­ამ ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ქუ­ინსს მი­ა­ყე­ნა, სა­დაც, მე­ტე­ო­რო­ლო­გის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 65 მმ ნა­ლე­ქი და­ფიქ­სირ­და.

შე­ფერ­ხდა მეტ­როს რამ­დე­ნი­მე ხა­ზის მუ­შა­ო­ბაც, რა­მაც მგზავ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გა­ა­უ­ა­რე­სა. სახ­ლში მი­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მგზავ­რო­ბა ქა­ო­სად იქცა. ნი­უ­ი­ორ­კე­ლე­ბი ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბის სკა­მებ­ზე დგე­ბოდ­ნენ, რათა შტორ­მის­გან თავი და­ეც­ვათ. CBS -ის ცნო­ბით, პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­და­ე­კე­ტა მი­წის­ქვე­შა გა­სას­ვლე­ლი 78-ე ქუ­ჩას­თან, სა­დაც ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე ფუ­ტის სიღ­რმის წყალ­ში აღ­მოჩ­ნდა, "ჯეკი რო­ბინ­სო­ნის“ პარ­კვე­ი­ზე ჩარ­ჩე­ნი­ლი მძღო­ლე­ბი კი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, გა­და­სარ­ჩე­ნად მან­ქა­ნე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე ამძვრა­ლიყ­ვნენ.

თავ­სხმა წვი­მამ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია. “Fox Weather“- ის ცნო­ბით, “ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სულ რა­ღაც 35 წუთ­ში 19 გრა­დუ­სით და­ე­ცა.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა