75 წლის ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელთან ხელჩართული ჩხუბი გამართა - შოკისმომგვრელი კადრები აშშ-დან
აშშ-ში, კერძოდ ინდიანაში მცხოვრები 75 წლის ქალი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სწრაფი კვების ობიექტის, Tim Hortons-ის თანამშრომელს, შეკვეთაში დაშვებული შეცდომის გამო ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მედიაში შოკისმომგვრელი კადრებიც ვრცელდება. რესტორნის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ დაუპირისპირდა ის მენეჯერს, რის შემდეგაც ობიექტის თანამშრომელმა არ დაინდო და საპასუხოდ სცემა.
ფორტ-უეინის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ანიტა გრეისონი ფორტ-უეინში მდებარე Tim Hortons-ში 13 მაისს, დილის 8 საათზე შევარდა და 17 წლის თანამშრომელს შეკვეთის შეცდომის გამო ლანძღვა დაუწყო.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, როგორ უყვირის გრეისონი თანამშრომელს, 20 წლის ცვლის მენეჯერი ჩაერეოდა და მას გასვლას მოსთხოვდა.
-
ქალმა ხელი ჰკრა მენეჯერს და სახის მარცხენა მხარეს დაარტყა. 20 წლის გოგონას დარტყმის შედეგად დაზიანებები დარჩა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
Tim Hortons-ის ორმა თანამშრომელმა მათი გაშველება სცადა.
ფორტ-უეინის პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა. თავდაპირველად, ჩხუბის შემდეგ 75 ქალი კონტაქტური და აქტიური იყო, ის მაგიდასთან დაჯდა, თუმცა 10 წუთში იატაკზე დაწვა და გონება დაკარგა.
ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გრეისონის ქალიშვილმა, ტაუნდა გრეისონმა, განაცხადა, რომ დედამისს გულის უკმარისობა ჰქონდა.












