ENews.Ge ახალი ამბები

18 წლის ბიჭი ცხენშებმული, უმართავი ეტლიდან გადავარდნილი დედის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც დაიღუპა - დრამატული კადრები ნიუ-იორკის ცენტრალური პარკიდან

გუშინ, 21:34
94
18 წლის ბიჭი ცხენშებმული, უმართავი ეტლიდან გადავარდნილი დედის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც დაიღუპა - დრამატული კადრები ნიუ-იორკის ცენტრალური პარკიდან


ახალ­გაზ­რდა ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კის ცენ­ტრა­ლურ პარკში ცხენ­შებ­მუ­ლი ეტ­ლი­დან გად­მო­ვარ­და და სა­სიკ­ვდი­ლო ტრავ­მა მი­ი­ღო, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და მას შემ­დეგ, რაც დამფრ­თხა­ლი ცხე­ნი უმარ­თა­ვი გახ­და.

18 წლის ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტი, რომანჩ მა­ჰა­ჯა­ნი, ოჯახ­თან ერ­თად ნიუ-იორ­კის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. მათ ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ტრა­დი­ცი­უ­ლი ეტ­ლით გა­სე­ირ­ნე­ბა შე­უკ­ვე­თეს, თუმ­ცა უეც­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი ცხე­ნი ად­გი­ლი­დან მო­წყდა, რა­საც ვი­დე­ო­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოჰ­ყვა.

რო­მან­ჩის მა­მის თქმით, მისი მე­უღ­ლე, პრია, ეტ­ლი­დან გა­და­ვარ­და, ბიჭი კი მას დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და.

“ჩემს შვილს მხო­ლოდ დე­დის გა­დარ­ჩე­ნა უნ­დო­და და თა­ვა­დაც გად­მო­ვარ­და", - იხ­სე­ნებს მგლო­ვი­ა­რე მამა.

მა­ჰა­ჯა­ნი მი­წა­ზე და­ე­ცა და თავი ძლი­ე­რად და­არ­ტყა. ის სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს ნიუ-იორ­კის პრეს­ვი­ტე­რი­ა­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ბლაგ­ვი ძა­ლით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მა გახ­და, ინ­ცი­დენ­ტი კი უბე­დურ შემ­თხვე­ვად შე­ფას­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მე­ეტ­ლე ეტ­ლი­დან გა­რეთ ოჯა­ხის­თვის ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად იყო გად­მო­სუ­ლი, რო­დე­საც ცხე­ნი დაფრ­თხა, ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და გა­ზონ­ზე სიჩ­ქა­რეს უმა­ტა. დრა­მა­ტულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცდი­ლობს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მე­ეტ­ლე და­ე­დევ­ნოს გაქ­ცე­ულ ეტლს, რის შემ­დე­გაც მო­ზარ­დი მი­წა­ზე ვარ­დე­ბა, ბო­ლოს კი თა­ვად ეტ­ლიც ყი­რავ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტრან­სპორ­ტის მუ­შაკ­თა პროფ­კავ­ში­რის (TWU Local 100) ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ კემ­პმა გა­ნა­ცხა­დე­ბით, წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ეტ­ლე­ებს ტრან­სპორ­ტის და­ტო­ვე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ.

"რო­გორც ჩანს, მძღო­ლი ცხე­ნი­დან საკ­მა­ოდ შორს იმ­ყო­ფე­ბო­და. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. მე­ეტ­ლეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აქვს უფ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ეტლი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. ჩვენ სრულ გა­მო­ძი­ე­ბას ვუ­ჭერთ მხარს“, - გა­ნა­ცხად მან.

პროფ­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის მე­ეტ­ლეს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს, ხოლო 7 წლის ცხე­ნი, სა­ხე­ლად სემპსო­ნი, სა­მუ­შა­ო­დან “პენ­სი­ა­ზე“ გა­უშ­ვეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა