ENews.Ge ახალი ამბები

მონაკოში მომხდარის მოულოდნელი შემოტრიალება: გაირკვა, რომ აფეთქებისას კიდურები დაკარგა სრულიად სხვა ქალმა და არა მილიარდერის ცოლმა - სახელდება დანაშაულის მოტივიც

გუშინ, 21:57
198
მონაკოში მომხდარის მოულოდნელი შემოტრიალება: გაირკვა, რომ აფეთქებისას კიდურები დაკარგა სრულიად სხვა ქალმა და არა მილიარდერის ცოლმა - სახელდება დანაშაულის მოტივიც


მო­ნა­კო - მდიდ­რე­ბი­სა და მი­ლი­არ­დე­რე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც კრი­მი­ნა­ლის დონე თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნია, შო­კის­მომ­გვრელ­მა თავ­დას­ხმამ შეძ­რა. ორ­შა­ბათს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, საფ­რან­გე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ერთ-ერთი მდიდ­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის ფო­ი­ე­ში მძლავ­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

  • სა­მიზ­ნე 56 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქი, ვა­დიმ ერ­მო­ლა­ე­ვი იყო, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი მოწ­მობს, რომ თავ­დამ­სხმელ­მა ოჯა­ხი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამო­ი­ღო სა­მიზ­ნე­ში.

მო­ნა­კოს პრო­კუ­რო­რის, სტე­ფან ტი­ბოს გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე „მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის“ მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ვერ­სია გა­მო­რი­ცხუ­ლია. პო­ლი­ცია ამ­ჟა­მად ეძებს მა­მა­კაცს, შავი მე­თევ­ზის ქუდ­ში, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით (ჭან­ჭი­კე­ბი­თა და ქან­ჩე­ბით) სავ­სე ზურგჩან­თა და­ტო­ვა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან საფ­რან­გე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცა.

ვინ არის რე­ა­ლუ­რი მსხვერ­პლი?

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ოლი­გარ­ქთან ერ­თად მძი­მედ და­შავ­და მისი მე­უღ­ლე, ანა ერ­მო­ლა­ე­ვაც. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად ანამ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ეს ცნო­ბა უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს სხვა ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და:

"ჩვენ ამ­ჟა­მად უმ­ძი­მე­სი სტრე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

რო­გორც გა­ირ­კვა, აფეთ­ქე­ბი­სას მძი­მედ და­შავ­და სრუ­ლი­ად სხვა ქალი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ხელ­დე­ბა. მას ნი­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და და მისი სი­ცო­ცხლე კვლავ საფრ­თხე­შია. და­შა­ვე­ბუ­ლია მისი 13 წლის ვა­ჟიც, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ თით­ქმის 15 მეტრზე მო­ის­რო­ლა - არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ დედა მას სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით გა­და­ე­ფა­რა. მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია.

კრი­მი­ნა­ლუ­რი კვა­ლი და 100-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბა

უკ­რა­ი­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, ეს სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ დნიპ­რო­ში მოქ­მედ ე.წ. „ბო­ი­ლერ რუ­მე­ბის“ (თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის) გლო­ბა­ლურ ქსელს.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა 2019-2022 წლებ­ში ყალ­ბი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის პლატ­ფორ­მე­ბი­თა და ფიქ­ტი­უ­რი იუ­რი­დი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით გერ­მა­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სძა­ლავ­და ფულს. სქე­მამ ევ­რო­პელ ინ­ვეს­ტო­რებს 100 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვად ვა­დიმ ერ­მო­ლა­ე­ვი ამ ბიზ­ნე­სის ფი­ნან­სურ მხა­რეს კუ­რი­რებ­და, ქსე­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი კი მისი ვაჟი, არ­ტუ­რი იყო, რო­მე­ლიც 2025 წლის ბო­ლოს ინ­ტერ­პოლ­მა კვიპ­როს­ში და­ა­კა­ვა.

ინ­სა­ი­დე­რე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დნიპ­რო­ელ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან გა­უ­ყო­ფელ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და და­უ­ფა­რავ ვა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. თა­ვად ერ­მო­ლა­ე­ვე­ბი ყო­ველ­გვარ ბრალ­დე­ბას უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათი ბიზ­ნე­სი სრუ­ლი­ად ლე­გა­ლუ­რია.

ოლი­გარ­ქის წარ­სუ­ლი და რე­აქ­ცია მო­ნა­კო­ში

ვა­დიმ ერ­მო­ლა­ევ­მა ქო­ნე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში და­აგ­რო­ვა, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ და­ტო­ვა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვიპ­რო­სის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. 2023 წელს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მას სან­ქცი­ე­ბი და­ა­კის­რა, რად­გან ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში მისი სას­მე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი კვლავ აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას რუ­სუ­ლი ბაზ­რის­თვის. გარ­და ამი­სა, ის იყო ეს­ტო­ნუ­რი ბან­კის (Versobank) თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მელ­საც ლი­ცენ­ზია ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის გამო ჩა­მო­ერ­თვა.

ბოლო წლებ­ში ოჯა­ხი მო­ნა­კო­ში დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რობ­და - ოლი­გარ­ქი ცნო­ბი­ლი იყო თა­ვი­სი ბენტლი­თა და უკ­რა­ი­ნის დრო­შით მცუ­რა­ვი სუ­პერ-იახ­ტით.

მო­ნა­კოს პრინცმა ალ­ბერტ II-მ მომ­ხდარს „სა­ძა­გე­ლი აქტი“ უწო­და: „მო­ნა­კოს სამ­თავ­რო დარ­ჩე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, მი­უ­ხე­და­ვად ნე­ბის­მი­ე­რი მუ­ქა­რი­სა,“ - აღ­ნიშ­ნა მო­ნა­კოს მმარ­თველ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა, მო­ნა­კოს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დიდ­წი­ლად პა­რიზს ეკის­რე­ბა და საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც უკვე ჩარ­თუ­ლია დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა