ENews.Ge ახალი ამბები

უმძიმესი დანაშაული და არასათანადო სასჯელი - ოკუპირებულ აფხაზეთში, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობისთვის აინარ წვიჟბას 7,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა



ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, აი­ნარ წვიჟ­ბა დამ­ნა­შა­ვედ იქნა ნა­თია ბახ­ტა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში. ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მას სას­ჯე­ლის სა­ხით 7,5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, რო­მე­ლიც მან მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში უნდა მო­ი­ხა­დოს, - იტყო­ბი­ნე­ბა ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, 2023 წლის 28 ივ­ლისს, ქა­ლაქ გალ­ში, 1988 წელს და­ბა­დე­ბულ აი­ნარ წვიჟ­ბა­სა და 1995 წელს და­ბა­დე­ბულ ნა­თია ბახ­ტა­ძეს შო­რის Lexus GX 470 მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. მა­მა­კაც­მა გო­გო­ნას თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. ამის შემ­დეგ, მან ქა­ლის ცხე­და­რი ვარ­დნილ­ჰეს 3-თან მი­ი­ტა­ნა და მდი­ნა­რე ენ­გურ­ში გა­და­აგ­დო. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხედ­რის პოვ­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­ლის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას დე­დის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ძრა.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის სა­მო­ქა­ლა­ქო სარ­ჩე­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა