ENews.Ge ახალი ამბები

"მარიამ კუბლაშვილს ბელას მონახულების უფლება მისცეს... ის მისი ადვოკატია" - ახალი დეტალები ბრიტანელი გოგონას საქმეზე და შესაძლო კავშირი შრი-ლანკაში მომხდარ ნარკოდანაშაულთან



18 წლის ბელა მეი კალი, რო­მელ­საც ოჯა­ხი 5 მა­ი­სის შემ­დეგ ტა­ი­ლან­დში ეძებ­და, პო­ლი­ცი­ამ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 11 მა­ისს და­ა­კა­ვა. ერთი დღის შემ­დეგ, შრი-ლან­კის პო­ლი­ცი­ამ 21 წლის შარ­ლო­ტა ლი 1.2 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ორი ჩე­მო­და­ნი 46 კგ სინ­თე­ტი­კუ­რი კა­ნა­ფის შტა­მით იყო სავ­სე, რო­მე­ლიც კუ­შის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი და ოპი­ო­ი­დურ ფენ­ტა­ნილ­ზე 25-ჯერ უფრო ძლი­ე­რია.

ბრი­ტა­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ებ­ში კი უჩ­ვე­უ­ლო მსგავ­სე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: ორი­ვე მათ­გან­მა გამ­გზავ­რე­ბის­თვის ერთი და იგი­ვე აე­რო­პორ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა. ისი­ნი ბანგკო­კის სუ­ვარ­ნა­ბჰუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან მარ­ტო გაფ­რინ­დნენ. ორ საქ­მეს შო­რის პო­ტენ­ცი­უ­რი კავ­ში­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და შრი-ლან­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

  • მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მა, და­კა­ვე­ბამ­დე მათ ოჯა­ხი წევ­რებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ უც­ნობ მა­მა­კაც­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­დნენ.  

    ბე­ლამ ოჯახს გა­უმ­ხი­ლა, რომ ფი­ლი­პი­ნებ­ში მა­მა­კაცს ხვდე­ბო­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

    ამა­სო­ბა­ში, შარ­ლო­ტა ტა­ი­ლან­დში გა­ემ­გზავ­რა და ნა­თე­სა­ვებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­მა­კაც­თან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და.

    მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილს, ორ­შა­ბათს 30 წუ­თით ბე­ლას მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, 18 წლის ახალ­გაზ­რდას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა არ ჩას­ტა­რე­ბია.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ აე­რო­პორ­ტში, ბრალ­დე­ბუ­ლის ბარ­გის შე­მოწ­მე­ბი­სას, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და 2 კი­ლოგ­რა­მი „ჰა­ში­ში“. ისი­ნი ჰერ­მე­ტუ­ლად და­ფა­სო­ე­ბულ პა­კე­ტებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

    ცოტა ხნის წინ, ტა­ი­ლან­დის აე­რო­პორ­ტში ავ­სტრა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტი და­ა­კა­ვეს, რომ­ლის ჩე­მო­დან­შიც პო­ლი­ცი­ამ 22 კი­ლოგ­რა­მი მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნი იპო­ვა.

    წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა