27 სექტემბერი 02:28 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიღებას, რომელიც შეიძლება მალე ინანოთ. ინტერიერის შეცვლა ან ავეჯის გადაადგილება შესანიშნავი იდეა იქნება! ფენ-შუის მოძღვრების თანახმად, თუ ინტერიერს დიდხანს არ შეცვლით, სივრცეში უარყოფითი ენერგია დაგროვდება. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ, თუმცა პარტნიორებთან ან ხელმძღვანელობასთან გაუგებრობების ალბათობაც არსებობს. ამ დღეს საკუთარი შემოსავლებით ნუ იტრაბახებთ და ნურც ფულს გაასესხებთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ კომერციულ ოპერაციებში და მაცდურ შეთავაზებებს ნუ ენდობით. ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან თავი შეიკავეთ. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი აქვთ, თუმცა ამისთვის სახლიდან გასვლა და ურთიერთობებია საჭირო. სახლში ავეჯის გადაადგილების დროა — ფენ-შუის მოძღვრება გვირჩევს ინტერიერი პერიოდულად განვაახლოთ, რათა დამანგრეველი ენერგია არ დაგროვდეს. ძველი შეხედულებების შეცვლისა და ჩარჩოებიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ იაფად შეიძინოთ ნივთი, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ! უახლოეს მომავალში ფინანსური მდგომარეობაც გაცილებით სტაბილური გახდება. ემოციები აკონტროლეთ, კონფლიქტებსა და სტრესს მოერიდეთ. სუნთქვითი და სარელაქსაციო ვარჯიშები შინაგანი წონასწორობისა და სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ვენერას გადაჭარბებული აქტიურობა რომანტიკულ შეხვედრებსა და თავდავიწყებას გპირდებათ. გირჩევთ სახლი სტუმრების მისაღებად მოამზადოთ — ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ და დარწმუნდით, რომ თითოეული კუთხე იდეალურად გამოიყურება. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა, ამიტომ დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ და დატვირთვა გონივრულად გაანაწილეთ. ერიდეთ ენერგეტიკულ ვამპირებს, რომლებიც სასიცოცხლო ძალებს გაცლიან. ნუ დაივიწყებთ დიეტას, განსაკუთრებით თუ შვებულების დროს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მოიმატეთ. გირჩევთ ფინანსური პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეთ.

თხისრქა

ამ დღეს საყვარელი ადამიანი ყურადღებითა და ზრუნვით გაგანებივრებთ. ოჯახში ფინანსების განაწილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გარდაუვალია, თუმცა მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა უნდა შეძლოთ. თქვენი ფინანსური კეთილდღეობა კარიერულ წწინსვლაზეა დამოკიდებული, ამიტომ პროფესიულ განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. თქვენი კომუნიკაბელურობა იზრდება, რაც საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საღამო გულახდილი საუბრებისთვის იდეალური დროა. ეცადეთ იმუნიტეტი გააძლიეროთ და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ — ახლა რესპირატორული ინფექციის შეყრის მაღალი რისკია.

მერწყული

გრძნობამ, რომელსაც ახლა განიცდით, შესაძლოა რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოთ, ეს კი საკმაოდ სახიფათოა. ამ დღეს ოჯახში შესაძლოა მცირე დაძაბულობამ თავი იჩინოს, თუმცა ეს ღია და გულახდილი საუბრისთვის მშვენიერი მიზეზია. ემოციების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ საკუთარი, თუმცა ახლობლების აზრსაც პატივი ეცით. უარი თქვით დაგეგმილ საქმეზე, განსაკუთრებით თუ ის მგზავრობას უკავშირდება — ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ გზაში დაბრკოლებები გელოდებათ. სამსახურსა და ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყავით; თუ აჩქარდებით, შესაძლოა სერიოზული შეცდომა დაუშვათ. ჯანმრთელობა განსაკუთრებულ საზრუნავს არ გაგიჩენთ, თუმცა ასტროლოგები მაინც გირჩევენ, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს მეტისმეტად არ ენდოთ.

თევზები

ამ დღის წარმატებული დასასრული მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, აჰყვება თუ არა საყვარელი ადამიანი თქვენს განწყობას და გახდება თუ არა თქვენი თანამგზავრი. ნუ გადადებთ საქმეებს ხვალისთვის: როგორც კი რაიმე პრობლემას ან ამოცანას შეამჩნევთ, მაშინვე მის მოგვარებას შეუდექით — ეს საყოფაცხოვრებო საქმეების დაგროვებას თავიდან აგაცილებთ. მოულოდნელმა წარუმატებლობამ შეიძლება კოლეგებთან ან უფროსთან ურთიერთობა საგრძნობლად გაართულოს. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ შეკრებებზე ყოფნისგან — ენერგეტიკული მარაგი შემცირებულია და ძალიან სწრაფად დაიღლებით.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა