ENews.Ge ახალი ამბები

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - რა ღონისძიებები იგეგმება დღის განმავლობაში

სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1918 წლის 26 მა­ისს გა­მო­ცხად­და.

  • თავ­დაც­ვის უწყე­ბის ცნო­ბით, 11:00 სა­ათ­ზე, რეკ­რუ­ტე­ბი სამ­ხედ­რო ფიცს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­დე­ბენ და თავ­დაც­ვის ძა­ლებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე 25 მა­ისს გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია გა­ი­მარ­თა. სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის მზა­დე­ბას თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სარ­დლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც რე­ჟი­სორ­თან ერ­თად სა­ბო­ლოო დე­ტა­ლე­ბი შე­ა­ჯა­მეს.

თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­და, რე­პე­ტი­ცია გა­ი­ა­რეს წვე­ვამ­დელ­თა ეროვ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის რეკ­რუ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც 26 მა­ისს სამ­ხედ­რო ფიცს სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­დე­ბენ და თავ­დაც­ვის ძა­ლებს შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გარ­და, წვე­ვამ­დე­ლე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ფიცს კი­დევ ხუთ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას და­დე­ბენ.

  • 26 მა­ისს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბას სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის, შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 21 ქა­ლაქ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ექ­ნე­ბა. 

    კერ­ძოდ, გა­მო­ფე­ნე­ბი თბი­ლის­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, მცხე­თა­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ფოთ­ში, ხონ­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, მარ­ნე­ულ­ში, სე­ნაკ­ში, სამ­ტრე­დი­ა­ში, ბაღ­დათ­ში, ჩხო­რო­წყუ­ში, აბა­შა­სა და მარ­ტვილ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

    თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ფი­ცის და­დე­ბის და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­სა და ავი­ა­ცი­ის სარ­დლო­ბის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­და­იფ­რე­ნენ.

    დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზეც.

    თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გარ­და, წვე­ვამ­დე­ლე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ფიცს კი­დევ ხუთ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას და­დე­ბენ.

    "26 მა­ისს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბას სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის, შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 21 ქა­ლაქ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ექ­ნე­ბა. გა­მო­ფე­ნე­ბი თბი­ლის­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, მცხე­თა­ში, რუს­თავ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ფოთ­ში, ხონ­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, მარ­ნე­ულ­ში, სე­ნაკ­ში, სამ­ტრე­დი­ა­ში, ბაღ­დათ­ში, ჩხო­რო­წყუ­ში, აბა­შა­სა და მარ­ტვილ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

    თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ფი­ცის და­დე­ბის და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­სა და ავი­ა­ცი­ის სარ­დლო­ბის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­და­იფ­რე­ნენ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა