ENews.Ge ახალი ამბები

გოგონა რამდენიმე დღე ცოცხალი იყო და დახმარებას ითხოვდა - გარდაცვლილი იპოვეს ბრაზილიელი ტურისტი, რომელიც ვულკანის კრატერის სიახლოვეს გადავარდა



ბრა­ზი­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, აქ­ტი­ურ ვულ­კან­თან ახ­ლოს და­ი­კარ­გა, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ოჯა­ხის თქმით, რთუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მაშ­ვე­ლებ­მა ჯუ­ლი­ა­ნა მა­რინ­სის ცხე­და­რი ძებ­ნის და­წყე­ბი­დან, სამი დღის შემ­დეგ ნა­ხეს.

26 წლის ჯუ­ლი­ა­ნა მა­რინ­სი ჯგუფ­თან ერ­თად ლაშ­ქრო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 06:30 სა­ათ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. ბრა­ზი­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ის "ვულ­კა­ნის კრა­ტერ­თან მდე­ბა­რე ბი­ლი­კი­დან“ გა­და­ვარ­და.

ჯუ­ლი­ა­ნა რინ­ჯა­ნის მთა­ზე, დი­ლის ჯგუ­ფუ­რი ლაშ­ქრო­ბის დროს გა­უ­ჩი­ნარ­და. ვარ­დნის შემ­დეგ, ის გა­დარ­ჩა და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას. მაშ­ვე­ლე­ბის თქმით, მათ შა­ბათს გა­ი­გეს მისი ყვი­რი­ლი

თუმ­ცა, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებს რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი და ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი უშ­ლი­და ხელს.

“დიდი მწუ­ხა­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ ის ვერ გა­დარ­ჩა“, - ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში

მა­რინ­სი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 6:30 სა­ათ­ზე ინ­დო­ნე­ზი­ის სი­მაღ­ლით მე­ო­რე ვულ­კან­ზე 5 მე­გო­ბარ­თან და გიდ­თან ერ­თად ადი­ო­და. ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ბრა­ზი­ლი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ რე­ლი­ე­ფი მო­ლი­პულ იყო, ას­ვლა "ძა­ლი­ან რთუ­ლი“, ხილ­ვა­დო­ბა კი - ცუდი.

დრო­ნით გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ გო­გო­ნა ცო­ცხა­ლი იყო და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფს ელო­დე­ბო­და. ად­გილ­ზე მოძ­რა­ობ­და, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა