ENews.Ge ახალი ამბები

რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელის საქმეზე

15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი, ხატია ვიბლიანი მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა.


ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ხატია ვიბლიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:


"ვინანიებ სრულიად დანაშუალს, გაცნობიერებული მაქვს. ვაღიარებ, დიდი სინანულიც გამაჩნია, აბსოლუტურად ვიაზრებ დაზარაებულის, მისი ოჯახის მდგომარეობას, მშობლების მდგომარეობას, გამომდინარე იქიდან, რომ მეც მშობელი ვარ, ორი შვილი მყავს და ცხოვრებაში პირველად შემემთხვა ასეთი სამწუხარო ფაქტი. ბოდიშს ვიხდი დაზარალებულის წინაშე", - თქვა ხატია ვიბლიანმა.


ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა