სუფრაზე ეს 3 რამ უნდა იყოს” – მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოვიზიდოთ
ახალი წელი გვიახლოვდება და ყოველთვის ყველას აინტერესებს, რა ტენდენციებია მოსალოდნელი. როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რა რიტუალები შეგვიძლია, ბედნიერებისა და ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ჩავატაროთ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო წელს სურვილები აგვისრულდეს, თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:
– ითვლება, რომ როგორც შევხვდებით ახალ წელს, მომავალი წლის მასპინძელს, რომელიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, ზეაქტიური, ცხენი იქნება, ისეთი წელი გვექნება. ეს ჩვეულებრივი ცხენი არ არის, ის მუსტანგია, ძალიან აქტიური. ასეთი წელი მოდის. თან წითელი ფერის. წითელი ფერი – ეს ცეცხლია, ენერგიაა. თუმცა, ჩვენ თუ მომავალი წლის მასპინძელი გავანაწყენეთ, შეიძლება, ძალიან ცუდად მოგვექცეს. სტუმრად რომ მიდიხართ, მასპინძელი როგორც შეგხვდებათ, ისეთია თქვენი დამოკიდებულებაც. ასევეა აქაც. ზოგს შეიძლება, გაეცინოს და თქვას, რა იცის ცხენმა ჩვენი დამოკიდებულებაო… აქ საუბარია ცხენის გარკვეულ ენერგიაზე, რომელიც ამ დროს შემოდის და რას ვახვედრებთ ამ ენერგიას – ამაზე ვლაპარაკობთ. ის ენერგია, რომელიც შემოდის, ძალიან განსხვავებულია იმ ენერგიისგან, რომელშიც ახლა ვართ. ჯერ გველის წელიწადში ვართ, რომელიც პასიურ სტიქიას, მიწის სტიქიას განეკუთვნება. უცებ ეს ცეცხლის ძალიან აქტიური ენერგიით იცვლება. ეს თითოეული ჩვენგანისგან სულ სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს. ყველა პასიური ადამიანი წაგებაში იქნება. ამიტომ, რიტუალიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ შევხვდებით ახალ წელს, ბევრად განსაზღვრავს, როგორ დაგვეხმარება ეს ენერგია მომავალ წელს.
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპით, ცხენის წელი, რეალურად, 17 თებერვალს შემოდის. ტრადიციულად, ახალმთვარეობის დროს შემოდის ხოლმე. მაგრამ, ახლა ახალმთვარეობა მზის დაბნელებას დაემთხვა. ამიტომ, რთული დღეა. დადებითი წელი იქნება, მაგრამ არა მსუბუქი. როდესაც წელიწადი მზის დაბნელების დროს იწყება, მას აუცილებლად ექნება გარკვეული სირთულეები, გარკვეული აგრესია.
ჩვენ ეს რიტუალი, რომელსაც ახლა ვიტყვი, რასაკვირველია, 31-ში უნდა შევასრულოთ, მაგრამ თუ ვერ მოასწარით ან ვერ შეძელით, 17 თებერვალს კომპენსაცია ან განმეორება შეგიძლიათ.
დავიწყოთ ფიგურებით. 31 დეკემბერს ორი ფიგურა უნდა გვქონდეს. გველის წელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ. გველის ფიგურა მაგიდაზე უნდა იყოს. მის გვერდით კი ცხენის ფიგურა. 17 თებერვალს გველი გადავა პანთეონში, მაგიდაზე დარჩება ცხენი.
სადაც გველის ფიგურა გვაქვს, წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი. სადაც ცხენია, პატარა თივა თუ გვექნება, კარგია ან ვაშლი. იმ პროდუქტებით, რომლებიც მათ სიამოვნებთ, პატივს მივაგებთ.
რადგან ცეცხლის სტიქია შემოდის, ცეცხლი სანთელს უკავშირდება. სანთელი აუცილებლად უნდა გვქონდეს. სტიქია წითელ ფერს გვაძლევს. წითელი და წითელი ფერის ყველა კომბინაცია, ბორდო, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი – ეს პირველი და უმთავრესი ფერებია. მერე შეიძლება, დაემატოს ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი ტონები, ასევე მწვანე. წითელი ძალიან აქტიური, ზოგჯერ აგრესიული ფერია. ეს თუ ცოტა არ გავანეიტრალეთ რბილი ფერებით, მაგალითად, ისეთი ფერებით, როგორებიცაა: ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, მწვანე, ამან შეიძლება, აგრესიაც გამოიწვიოს ადამიანებში. წითელი პრევალირებს, მაგრამ სხვა ფერებიც დავახმაროთ. თეთრი და შავი ნებისმიერ წელს შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმიტომ, რომ ეს ფერები არ არის. ეს ტონებია.
მთავარი ფერი წითელია. ამიტომ, ნაძვის ხის სათამაშოები გნებავთ, ტანსაცმელი თუ სუფრის აქსესუარები – რაც მეტად წითელი ტონი იქნება, მით უკეთესი.
სუფრაზე სამი რამ უნდა იყოს: ბროწეული, ლიმონი, მანდარინი. საერთოდ, აღმოსავლეთში მანდარინის ხე მათი ნაძვის ხეა. მანდარინის ხის ტოტები, თუნდაც, ხელოვნური იყოს, უკვე კარგია, წარმატებას იზიდავს. ეს არის ჯანმრთელობის, სიხარულის, სიყვარულის, ბარაქის სიმბოლოები. ამიტომ, ეს სიმბოლოები თუ გვექნება, იგივე ნაძვის ხესთან, ეს უკვე კარგია. ბარაქის, სიხარულის, ჯანმრთელობის ენერგიას იზიდავს. თორემ, შეიძლება, არაფერი გააკეთო და ცარიელ ოთახში დახვდე. პრობლემა არ არის, მაგრამ შენ ამით აძლიერებ დადებით ენერგიებს. ამის გარდა, წმინდა მორალურ-ფსიქოლოგიური მხარე უნდა გავითვალისწინოთ. გვიხარია, როცა ამას ვაკეთებთ…












