ENews.Ge ახალი ამბები

რა არის ცნობილი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე, რომელსაც შორენა ბეგაშვილი საგულდაგულოდ მალავდა



ორ წელ­ზე მე­ტია, რაც მოდელი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ურუ­შა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით „გუ­გლის“ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. არ იძებ­ნე­ბა ასე­ვე ურუ­შა­ძის ფო­ტო­ე­ბი.

Companyinfo-ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

„Ambebi.ge“-ს წყა­რო, თვე­ე­ბის წინ გვიყ­ვე­ბო­და, რომ წყვილს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მაა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი უკვე დიდი ხა­ნია ერ­თად არი­ან, ძვე­ლე­ბუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი შო­რე­ნას ხში­რად ანე­ბივ­რებს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით.

67 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და 44 წლის მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო დროს თბი­ლის­ში ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ.

შო­რე­ნა ორ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში - ზუ­რაბ ბარ­ბა­ქა­ძეს­თან და ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან. წლების წინ, ჰქონდა სკანდალური რო­მა­ნე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თან და კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან - ესენი ის მა­მა­კა­ცე­ბი არიან, რომლებ­ზეც ბეგაშვილს საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა