ფეხბურთი ვინის გარეშე? - ვინისიუსი შესაძლოა, 2 წელზე მეტი დროით ჩამოაშორონ ფეხბურთს - რა გახდა ამის მიზეზი და რა საქმეს იძიებს FIFA
ცნობილი ხდება, რომ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ვინისიუს ჯუნიორი შესაძლოა, 2 წელზე მეტი დროით ჩამოაშორონ ფეხბურთს. მიზეზი კი ისაა, რომ ვინი რამდენიმე საფეხბურთო კლუბს ფლობს.
-
როგორც გამოცემა MARCA წერს, FIFA იძიებს საქმეს, რომელიც ეხება ინტერესთა კონფლიქტის დარღვევას.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ვინი კილიან მბაპესთან ერთად, არის პორტუგალიური კლუბის, Alverca-ს თანამფლობელი. სხვა კლუბის მფლობელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებში არ მოიპოვება. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი Alverca-ს 80%-იან წილს ფლობს.
ვინისიუსი, რომელიც 24 წლისაა და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად მიიჩნევა.












