ENews.Ge ახალი ამბები

"მას ვუთხარი - ჰანა ცოცხალია, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად" - ლუის ენრიკეს ტრიუმფი უდიდესი ტკივილით და 9 წლის ქალიშვილის უმძიმესი ტრაგედია

1-06-2025, 22:33
138
"მას ვუთხარი - ჰანა ცოცხალია, არა ფიზიკურად, არამედ სულიერად" - ლუის ენრიკეს ტრიუმფი უდიდესი ტკივილით და 9 წლის ქალიშვილის უმძიმესი ტრაგედია


2025 წლის 31 მა­ისს, "პარი სენ-ჟერ­მენ­მა" (PSG) ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე. პა­რი­ზე­ლებ­მა "ინ­ტე­რის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ ფი­ნა­ლურ მატჩში, მი­უნ­ხენ­ში 5:0 გა­ი­მარ­ჯვეს.

მატ­ჩის შემ­დეგ მო­ე­დან­ზე ემო­ცი­უ­რი სცე­ნე­ბი ვნა­ხეთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ლუის ენ­რი­კემ, პა­ტი­ვი მი­ა­გო თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ჰა­ნას ხსოვ­ნას.

ლუის ენ­რი­კეს ქა­ლიშ­ვი­ლი 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში გარ­და­იც­ვა­ლა - ის მხო­ლოდ 9 წლის იყო და ძვლის იშ­ვი­ა­თი კი­ბოს ფორ­მით, ოს­ტე­ო­სარ­კო­მით იტან­ჯე­ბო­და.

  • ემო­ცია - წარ­სუ­ლი და აწ­მყო მო­ე­დან­ზე

ენ­რი­კემ მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ი­სუ­რი გა­ი­ხა­და და ჰა­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ჩა­იც­ვა. მა­ი­სურ­ზე და­ტა­ნი­ლი ფოტო 2015 წლის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალს უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­დე­საც ჰა­ნამ, ბარ­სე­ლო­ნას გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მინ­დორ­ზე კლუ­ბის დრო­შა ჩა­არ­ჭო. ზუს­ტად ეს მო­მენ­ტი აირ­ჩი­ეს PSG-ის ფა­ნებ­მაც და უზარ­მა­ზა­რი ტილო გა­შა­ლეს ჰა­ნას იმა­ვე ფო­ტო­თი, რა­ზეც ლუის ენ­რი­კეს თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო.

თუმ­ცა პსჟ-ს მტა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ჩემ­თვის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლა, რომ ჰანა გამ­ხსე­ნე­ბო­და“

  • მატ­ჩის შემ­დეგ ლუის ენ­რი­კემ თქვა:

"ჩემ­თვის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა სა­ჭი­რო არ ყო­ფი­ლა, რომ ჰანა გამ­ხსე­ნე­ბო­და. ის ყო­ველ­თვის ჩემ­თან და ჩემს ოჯახ­თან ერ­თად არის. ვგრძნობ მის ყოფ­ნას. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უარ­ყო­ფით­ში პო­ზი­ტი­ვი ვი­პო­ვო. ეს არის ჩემი აზ­როვ­ნე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, როცა ბა­ნე­რი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ ჰა­ნა­ზე - ის ყო­ველ­თვის აქ არის.

ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. სა­ო­ცა­რია იმის ცოდ­ნა, რომ ფა­ნებ­მა ჩემი ოჯა­ხი გა­იხ­სე­ნეს."

  • ხა­ნას ენ­რი­კეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა

55 წლის მწვრთნე­ლი ხში­რად სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას ჰა­ნას ხსოვ­ნით. 2024 წელს გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში "Luis Enrique: You Have No F**ing Idea"*, ენ­რი­კე ჰყვე­ბა:

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან 9 შე­სა­ნიშ­ნა­ვი წელი ცხოვ­რობ­და. ჩვენ ათა­სო­ბით ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბა გვაქვს. შე­საძ­ლოა ვინ­მემ მკი­თხოს, თავი ბედ­ნი­ე­რად უნდა ვიგ­რძნო თუ არა. მე ვამ­ბობ - თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. ძა­ლი­ან.

დე­და­ჩე­მი ვერ თმობ­და ჰა­ნას ფო­ტო­სუ­რა­თებს. ერთხელ ვკი­თხე, რა­ტომ არ დევს ფო­ტო­ე­ბი. მი­თხრა, ვერ ვუძ­ლებ. ვუ­თხა­რი - ჰანა ცო­ცხა­ლია. არა ფი­ზი­კუ­რად, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად. ჩვენ ყო­ველ­დღე ვლა­პა­რა­კობთ მას­ზე, ვიხ­სე­ნებთ და ვი­ცი­ნით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ჩვენ გვხე­დავს.“

  • ელე­ნა კუ­ლე­ლი­ზე ლუის ენ­რი­კემ 1997 წელს იქორ­წი­ნა. ის ეს­პა­ნე­ლია და პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი. ელე­ნა მე­დი­ის­გან ყო­ველ­თვის შორს იჭერ­და თავს, თუმ­ცა იმ დროს გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­დე­საც მათი ქა­ლიშ­ვი­ლი მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­და.

წყვილს ჰა­ნას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავთ. პაჩო ენ­რი­კე, რო­მე­ლიც ასე­ვე სპორ­ტით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი სირა ენ­რი­კე, რო­მე­ლიც ჰა­ნა­ზე უფ­რო­სია.

მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ოჯა­ხი ლუის ენ­რი­კეს გვერ­დით იყო და გუ­შინ, მას­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ფა­ნე­ბის მიერ მო­ე­დან­ზე გად­მო­ფე­ნი­ლი ბა­ნე­რით გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ზე­ი­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­დაც არ უნდა იყოს - დღე­საც ზე­იმს მარ­თავს", – თქვა ლუის ენ­რი­კემ სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში.

"მახ­სოვს სა­ო­ცა­რი ფოტო, სა­დაც ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლის შემ­დეგ ბარ­სე­ლო­ნას დრო­შას არ­ჭობს ბერ­ლი­ნის მინ­დორ­ზე. მინ­და იგი­ვე გა­ვა­კე­თო პარი სენ-ჟერ­მენ­თან ერ­თად. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი იქ არ იქ­ნე­ბა… ფი­ზი­კუ­რად ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად - ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა. და ეს ჩემ­თვის უზო­მოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია."

  • ეს ამ­ბა­ვი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში შევა, არა მხო­ლოდ რო­გორც PSG-ის პირ­ვე­ლი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ტრი­უმ­ფი, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნის ძა­ლის, ტკი­ვი­ლის გა­და­ლახ­ვი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - რად­გან ლუის ენ­რი­კეს­თვის ჰანა კვლა­ვაც ცო­ცხა­ლია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა