ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია - როგორია transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სატრანსფერო ვებგვერდ transfermarkt-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.
- ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას ღირებულება 90 მლნ ევრო გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მისი უმაღლესი ფასი 85 მლნ ევრო იყო.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მსოფლიოში მე-19 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
გარდა ამისა, 22 მლნ ევრომდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება, აქამდე მისი მაქსიმალური სატრანსფერო ფასი 20 მლნ ევრო იყო.
გთავაზობთ, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელს, transfermarkt-ის მონაცემებით:
- ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;...განაგრძეთ კითხვა