ინფორმაციამ გამოჟონა! – რა გადაწყვიტა ლივერპულმა მამარდაშვილთან დაკავშირებით?
გასული იანვარის სატრანფერო ფანრჯის დროს დაიწერა, რომ ბეშიქთაშს გიორგი მამარდაშვილის ლივერპულიდან 6-თვიანი იჯარის წაყვანა სურდა.
როგორც მოგეხსენებათ, გარიგება არ შედგა.
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერსესაიდულმა კლუბმა ეს შეთანხმება თავად დაბლოკა და ფეხბურთელამდე არც მისულა.
მათ გეგმებში ქართველის გასხვისება არ შედის.
წყარო ასევე იუწყება, რომ თუ ალისონ ბეკერი სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მამარდაშვილი კლუბს იჯარის წესით დატოვებს.
გიორგის გეგმებში ზედიზედ ორი სეზონი მეორე მეკარის სტატუსით გუნდში ყოფნა არ შედის.












