6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სანამ ძველ სიყვარულს დაუბრუნდებით, კარგად დაფიქრდით — ეს ნამდვილად გჭირდებათ? დაოჯახებულ ვერძებს მეუღლესთან ემოციური დაპირისპირება ელით. ნუ მისცემთ ხალხს მიზეზს, რომ თქვენზე ცუდად იფიქრონ და შეეცადეთ, პირველივე ნახვისას კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ.
ფულს უაზროდ ნუ დახარჯავთ — თქვენმა ხელგაშლილობამ შესაძლოა მატერიალურ პრობლემებამდე მიგიყვანოთ. მოერიდეთ საკუთარი მიღწევებით ტრაბახს, რათა მტრები არ გაიჩინოთ.
ზედმეტი წონის სწრაფად დასაკლებად ალკოჰოლი შეზღუდეთ, მენიუდან კი ცხიმიანი ხორცი და ცომეული ამოიღეთ.
კურო
ახლა რომანტიკული თავგადასავლებისთვის საუკეთესო დრო არ არის. ეცადეთ, რამდენიმე საღამო განმარტოებით, სიმშვიდესა და სიჩუმეში გაატაროთ. დაგროვილი პრობლემების მოგვარებისას ყურადღებას მუდმივად ის საკითხები გიფანტავთ, რომლებიც ბოლომდე ვერ მიიყვანეთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაკეთებას და ეტაპობრივად იმოქმედეთ.
სამსახურში, კოლეგებს შორის შესაძლოა, წინააღმდეგობები წარმოიშვას. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, თორემ სიმშვიდის დაბრუნება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია დროებითი ფინანსური სირთულეები, თუმცა ნათესავების დახმარებით, პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ.
შესაძლოა შეიძინოთ ნივთი, რომელიც დიდ სიხარულს მოგიტანთ. თქვენი თავდაცვითი ინსტინქტები გამძაფრდება, რაც გარშემომყოფებთან დამოკიდებულებაზე აისახება — ეცადეთ, ეს თვისებები ზედმეტად არ გამოავლინოთ.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება სიყვარულმა თავბრუ დაგახვიოთ — პლანეტა ვენერა ამის შანსს გაძლევთ. დაოჯახებულმა ადამიანებმა თავი ხელში უნდა აიყვანონ, რათა მეუღლეს საეჭვიანო მიზეზი არ მისცენ. იზრუნეთ ახლობლებზე. თქვენი მცირე ყურადღებაც კი მათ დღეს გაალამაზებს და კავშირს განამტკიცებს.
ხელსაყრელი დროა ახალ თანამდებობაზე გადასასვლელად, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას თქვენი ხელმძღვანელობა ჯერ ვერ ხვდება. საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე ფულადი შემოსავალი.
გაითვალისწინეთ, რომ არასწორი კვება, წყლის ნაკლებობა, უძილობა და საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა გადაღლას და მორალურ გამოფიტვას გამოიწვევს.
კირჩხიბი
თუ მეორე ნახევარს ეძებთ, იცოდეთ, რომ ის სულ ახლოს, შეიძლება მეზობელ ქუჩაზეც კი ცხოვრობს. ნუ ხარჯავთ ენერგიას მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს. ირგვლივ მიმოიხედეთ და დაინახავთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი.
პლუტონის ძლიერი გავლენა კარიერული ზრდისთვის მშვენიერ პერსპექტივებს გადაგიშლით. დღეს კომერციული გარიგებები და ფინანსური ხელშეკრულებები საკმაოდ სარისკოა, ამიტომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დაგაზარალოთ.
ბოლო დროს ბევრს მუშაობთ და სიხარულის უნარი თითქმის დაკარგეთ. მომდევნო 24 საათში შანსი გექნებათ, რომ ყველაფერი გამოასწოროთ — იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე და გაისეირნეთ.
ლომი
ნუ მოგერიდებათ, პაემანზე დაპატიჟოთ ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ. პირველი შეხვედრა იმედის მომცემი რომანის დასაწყისი გახდება.
ოჯახური დასვენება სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ. გირჩევთ, რომ ამ დროს გარშემო საყვარელი ადამიანები შემოიკრიბოთ და თავისუფალი დროით ისიამოვნეთ.
ფინანსური თვალსაზრისით იღბლიანი პერიოდია — ინვესტიციები და საბანკო ოპერაციები წარმატებით ჩაივლის, თუმცა, თქვენს გეგმებს პარტნიორების გარდა ნურავის გაანდობთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი იდეები მიითვისოს და თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს.
ქალწული
მეორე ნახევრისგან ან ახლობლებისგან მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. საოჯახო საქმეების მოგვარება დამოუკიდებლად მოგიწევთ, თუმცა თავს ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ.
სამსახურში რთული დღეა — დიდი მოცულობის სამუშაო გაიძულებთ, რომ საქმეში თავით გადაეშვათ. რუტინული მოვალეობებიც კი დიდ ენერგიასა და კრეატიულ მიდგომას მოითხოვს. თქვენს ცხოვრებაში ახლა ბევრი სიახლეა. ჩნდება ახალი იდეები და მათი რეალიზაციის შესაძლებლობები.
მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და ხორცს, რათა კუჭ-ნაწლავის პრობლემები თავიდან აიცილოთ.
სასწორი
დღეს მომხიბვლელობის მწვერვალზე ხართ და შეგიძლიათ, რომ ეს თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. სამუშაო პრობლემები თითქმის მთელ დროს წაგართმევთ, ამიტომ ოჯახისთვის დრო და ძალა აღარ დაგრჩებათ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ახალი იდეები დროთა განმავლობაში დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ახლა ყველაზე მეტად მეგობრებთან ურთიერთობა გჭირდებათ.
თვის პირველ დღეებში ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ, რადგან ეს შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით – ვიტამინების ნაკლებობამ და ძილის დარღვევამ შესაძლოა ჯანმრთელობაზე და განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
მორიელი
თუ პირად ურთიერთობებში ინიციატივას არ გამოიჩენთ, შეიძლება რომანტიკული ნაცნობობის შანსი ხელიდან გაუშვათ, თუმცა იქნებ ასე აჯობოს კიდეც.
სიბრძნე გამოიჩინეთ და კომპრომისისთვის მოემზადეთ. შაბათ-კვირისთვის სიტუაცია შეიცვლება და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად ენერგიით აივსებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა შესაძლოა გეგმების შეცვლა გაიძულოთ.
ფინანსურად შეზღუდული არ იქნებით, ამიტომ შეგიძლიათ ფული გარდერობის ან ინტერიერის განახლებაზე დახარჯოთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობისთვის და ვარჯიშით ან იოგით დაკავდით.
მშვილდოსანი
თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის საერთო თითქმის აღარაფერი დარჩა. დაფიქრდით, ეს ადამიანი რამდენად შეგეფერებათ? ნათესავებთან ურთიერთობა შვებას და სიხარულს მოგიტანთ. მოემზადეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯებისთვის.
დღეს აქცენტი გუნდურ მუშაობაზე გააკეთეთ. მალე შანსი გექნებათ, რომ კარგად გამოიმუშაოთ და ის ნივთები შეიძინოთ, რომლებზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. მთავარია მიზანი დაისახოთ და ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ. მარსის პოზიტიური გავლენით ენერგიის მოზღვავებასა და თავდაჯერებას იგრძნობთ.
თხის რქა
გირჩევთ, ყოველდღიური საზრუნავი დროებით გვერდზე გადადოთ და დრო რჩეულთან ერთად გაატარეთ. როგორც ჩანს, ერთმანეთისთვის ბევრი სათქმელი დაგიგროვდათ. დღის პირველ ნახევარში წვრილმან საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. თქვენი ამბიციები მიზნების მიღწევაში გეხმარებათ, ამიტომ მცირედს ნუ დასჯერდებით!
ეცადეთ, ცხოვრებისგან ყველაფერი და ცოტა მეტიც მიიღოთ, თუმცა არ დაივიწყოთ ადამიანები, რომლებიც წარმატებაში გეხმარებათ. საქმეში რაც უფრო მეტ ენერგიას ჩადებთ, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებთ.
დროა, იმუნიტეტზე ზრუნვა დაიწყოთ— ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და დაბალანსებული დიეტა სასწაულებს ახდენს.
მერწყული
ამ დღეს შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომელიც თქვენგან მოთმინებას და გაგებას მოითხოვს. მოსმენის უნარი ოჯახური ჰარმონიის საფუძველი გახდება. დაოჯახებული მერწყულებისთვის სასიამოვნო პერიოდია — ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით.
მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს, რადგან ახლა ვალები ნამდვილად არ გჭირდებათ. ჯანმრთელობის მხრივ გართულებები მოსალოდნელი არ არის.
თევზები
რომანტიკული პაემნებისთვის არახელსაყრელი დროა – ჩაკეტილი ვენერას გამო შესაძლოა ხელის შემშლელი გარემოებები წარმოიშვას. მოსალოდნელია კონფლიქტი მეზობლებთან საყოფაცხოვრებო საკითხების გამო. ასევე, შესაძლოა სირთულეები შეგექმნათ შვილებთან ურთიერთობაში, რამაც შეიძლება თქვენი ბიუჯეტის ნაწილი შეიწიროს.
მალე შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს იღბალი გაუღიმებთ და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. შემოსავლის წყარო იქ გამოჩნდება, სადაც არ ელოდით, თუმცა საეჭვო შემოსავლის გამო ძირითად სამსახურს ნუ უარყოფთ. გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ — ისინი უსაზღვრო არ არის.












