16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სტრესით გამოწვეული დაღლილობის მოსახსნელად, საყვარელ ადამიანთან ერთად, ძველ მეგობრებს ესტუმრეთ – ეს გრძნობების განახლებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ახლობლებთან დაპირისპირებას და ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას, საერთო ატმოსფერო გაგიფუჭონ. დღეს სიმშვიდე თქვენი მთავარი მოკავშირეა.
შესაძლოა, საქმიან შეხვედრებსა თუ ოფიციალურ ურთიერთობებში მაქსიმალური სიფრთხილე და კორექტულობა დაგჭირდეთ. ნერვიულობით თავს ნუ დაიტანჯავთ – დრო თქვენს მხარესაა. ისწავლეთ მიმდინარე მოვლენების ფილოსოფიურ ჭრილში დანახვა. კარგი იქნება, თუ ბინას დეკორატიული ყვავილებით გაახალისებთ – ეს განწყობას აგიმაღლებთ.
კურო
მარსისა და ვენერას ასპექტების გამო, პირად ფრონტზე ჯერჯერობით სიწყნარეა. ეს დღე ჩვეულებრივად, ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაივლის. კამათში ნუ ჩაებმებით, მშვიდად აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ. დღე ხელსაყრელია ძველი, გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად.
თუ გადატვირთული გრაფიკის გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო არ გრჩებათ, სცადეთ ხელფასის მომატება მაინც მოითხოვოთ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ. გირჩევთ გამაჯანსაღებელი პროცედურების კურსი დაიწყოთ. დღის დასაწყისში საკუთარ ქონებასთან მიმართებაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპები
შესაძლოა იგრძნოთ, რომ თქვენს ურთიერთობაში ვნება ნელდება, თუმცა სტაბილურობასაც თავისი ხიბლი აქვს. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შეიძლება ახალმა ამბავმა ძალიან გააბრაზოს – სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს. ენერგიის მოზღვავება რთული პროექტების დასრულებაში დაგეხმარებათ.
დღეს მაღაზიებში სიარულისა და მფლანგველობისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფული სწრაფად თავდება. მოერიდეთ ალკოჰოლს – დღეს სიტუაციაზე სრული კონტროლი გჭირდებათ.
კირჩხიბი
საუკეთესო დროა მეგობრების გარემოცვაში დასვენებისთვის. მალე გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენ მიმართ ინტერესს გამოიჩენს. დღევანდელი დღე ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას დაუთმეთ – სითბო და მზრუნველობა სახლში ჰარმონიას მოიტანს.
გირჩევთ, სამსახურში მოვალეობები სწორად გაანაწილოთ და ყურადღება საკუთარ მიზნებზე გაამახვილოთ. იყავით თავდაჯერებული და ეცადეთ ფინანსური პრობლემები დროებით დაივიწყოთ – ახლა ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია წამგებიანია. გაუფრთხილდით თვალებს და ნუ გადატვირთავთ.
ლომი
თუ მთელ დროს სამუშაოს დაუთმობთ და ახლობელი ადამიანის პრეტენზიებს ყურადღებას არ მიაქცევთ, შესაძლოა, მან წყენა გულში ჩაიდოს. ნათესავების მიმართ მიმტევებლობა ოჯახურ კავშირებს გაამყარებს. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებს დაუთმეთ, საღამოს კი აუცილებლად განმარტოების დრო გამონახეთ.
თუ ფიქრობთ, რომ ფულში ბედი არ გწყალობთ, იცოდეთ, რომ მატერიალური მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.
ქალწული
კარგად აწონ-დაწონეთ ყველა “კი” და “არა”, განსაკუთრებით – პირად ურთიერთობებში. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. მატერიალური თვალსაზრისით სიტუაცია მალე მოგვარდება.
საკუთარი ნიჭის ჩვენებას ნუ მოერიდებით – ხელმძღვანელობა ამას დააფასებს, შურიან კოლეგებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ოცნება კარგია, მაგრამ დღეს მიწაზე დაშვება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ნუ მისცემთ შიშებს უფლებას რომ თქვენს განწყობაზე გავლენა მოახდინონ.
მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ ორგანიზმი გააჯანსაღოთ.
სასწორი
დღევანდელი დღის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, საყვარელი ადამიანი თქვენს განწყობას აჰყვება თუ არა. იფიქრეთ იმაზე, თუ სახლი ოჯახის წევრებისთვის უფრო კომფორტული როგორ გახადოთ. კარგი იქნება, თუ ინტერიერში “ფენ-შუის” რამდენიმე ელემენტს შეიტანთ.
თქვენი გამოცდილება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყოფით საკითხებში საკუთარ უნარებს ენდოთ და ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ნეგატიური განწყობა მხოლოდ პრობლემებს იზიდავს, ამიტომ ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ.
მორიელი
გვერდზე გადადეთ ეჭვები და მომენტით ისიამოვნეთ. ახალი ნაცნობობა და ძველი კავშირების აღდგენა სარგებელს მოგიტანთ.
დღეს მარსის გავლენა დიდია, ამიტომ ეცადეთ, სოციალური კონტაქტები შეზღუდოთ – მეგობრებთან შეხვედრაც კი შეიძლება კამათით დასრულდეს. გამოიჩინეთ დიპლომატია და საკუთარ აზრს კოლეგებს თავს ნუ მოახვევთ. ხელსაყრელი დროა გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის.
მიირთვით სტაფილო, მოცვი ან მიიღეთ ვიტამინი A. მოერიდეთ ანტიბიოტიკებს, თუ ამის უკიდურესი საჭიროება არ არის.
მშვილდოსანი
ყოველდღიურობაში რომანტიკა გვაკლია, თუმცა დღეს ამ სფეროში თქვენი უნარების ჩვენების შანსი მოგეცემათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ახლობლების წრეში მეტი დრო გაატაროთ და სამუშაოთი არ გადაიტვირთოთ.
კარიერულ წინსვლაზე ფიქრისთვის საუკეთესო დრო არ არის, თუმცა მომავლის დაგეგმვა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მოვლენებით დატვირთული დღეა – ეცადეთ უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. პასუხისმგებლობის გრძნობა კოლეგების პატივისცემას მოგიტანთ.
თხის რქა
იყავით დამთმობი და პატივი ეცით სხვის აზრს, თუმცა საკუთარ ინტერესებსაც ნუ დაივიწყებთ.
სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით თუ ვაჭრობის სფეროში ხართ – მოსალოდნელია მაკონტროლებლის ვიზიტი. კარგი დროა უფროსთან ხელფასის მომატებაზე სასაუბროდ – იღბალი თქვენს მხარესაა!
შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ უცხო კერძებს და ბევრ ჭამას მოერიდეთ.
მერწყული
შესაძლოა, ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ენდეთ ინტუიციას – გული სწორ გზას გიკარნახებთ. მომდევნო 24 საათი გუნდურ მუშაობას დაუთმეთ – წარმატებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევთ. ყურადღება არ მიაქციოთ კრიტიკას და ჭორებს – მალე ოპონენტები თქვენს სიმართლეს აღიარებენ.
ფინანსები თქვენთან თქვენი ძალისხმევის გარეშე მოვა, მაგრამ დახარჯვას ნუ იჩქარებთ. ყურადღება დასახულ მიზნებზე და არა გარემო მოვლენებზე გადაიტანეთ.
თევზები
გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ – ფილმს უყურეთ ან ვახშამი ერთად მოამზადეთ.
გახსოვდეთ, იმარჯვებს ის, ვინც ინფორმაციას ფლობს, თუმცა წყარო ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ვინმემ არ მოგატყუოთ. საქმიანი შეხვედრები და სფეროს გაფართოება სასურველ შედეგს გამოიღებს.
ტკბილი სასმელები და სწრაფი კვება თქვენი მტერია და ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას – აკონტროლეთ წნევა, შეამცირეთ მარილი და ნერვიულობას მოერიდეთ.












