31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სასწორი
სიყვარულში იმედგაცრუებისა და წარსული შეცდომების გადატანა გაგიჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენლები აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრება სიყვარულით სავსეა და გარემოს შეცვლაზე ვნება ახალი ძალით იფეთქებს. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებსა და ბუღალტერიას უკავშირდება, ამ დღეს აუდიტორის ვიზიტი გელით — შეეცადეთ, შემოწმებისთვის კარგად მოემზადოთ. გაჩნდება შანსი, რომ კომერციულ სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის ღირსეული პარტნიორი იპოვოთ. შესაფერისი დროა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.
მორიელი
კოლეგასთან ურთიერთობაში გაჩენილ სიცივეს მნიშვნელოვანი მიზეზები აქვს. უმჯობესია, დაპირისპირება ჩანასახშივე ჩაახშოთ, სანამ ის ღია დაპირისპირებაში გადაზრდილა. დღის შუა პერიოდი იმედგაცრუებასა და მნიშვნელოვან შეცდომებს მოიტანს; გარშემო მყოფების ობიექტურად შეფასება და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გაგიჭირდებათ. დილის საათები ხელსაყრელია გუნდური მუშაობისთვის, ასევე შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროებით ყურადღება ფინანსური პრობლემებისგან სხვა მიმართულებით გადაიტანოთ: ეს პერიოდი ფულადი ოპერაციებისთვის არასახარბიელოა და შესაძლოა ზარალი მოგიტანოთ. თუ ბოლო დროს ძალიან მოდუნდით, ახლადროა, სპორტსა და ვარჯიშს დაუბრუნდეთ და მენიუდან ცხიმიანი და ცომეული კერძები გამორიცხოთ.
მშვილდოსანი
მცდარ წარმოდგენებს არ აჰყვეთ, რადგან ახლა თქვენი გრძნობები და განწყობა ძალიან მერყევია! ვენერა სატურნს სახიფათოდ მიუახლოვდა, რამაც შეიძლება ლოგიკურ აზროვნებაზე უარყოფითად იმოქმედოს. სული რომანტიკას ითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და მომაბეზრებელი მოვალეობების შესრულება მოგიწევთ. გამოსავალი ერთია — მოთმინება და არსებულ ვითარებასთან შეგუება. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით — უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შესაძლოა, სხვა სამსახურში გადასვლის შეთავაზება მიიღოთ — სანამ დათანხმდებით ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ. შესაძლოა, შეთავაზებული საქმიანობა თქვენს ხასიათს საერთოდ არ შეესაბამება. ახლა თქვენს ორგანიზმს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ სასურველია, ვიტამინების კურსი ჩაიტაროთ.
თხის რქა
ენდეთ პარტნიორს და დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს ნუ წაუყენებთ. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა საკუთარ თავს ნუ დაადანაშაულებთ — ვიღაც თქვენს პროვოცირებას ცდილობს. სიჯიუტე დაივიწყეთ და შეეცადეთ, შეცდომების აღიარება შეძლოთ. თუ ახალ თანამდებობაზე ოცნებობთ, რომელიც თქვენს პროფესიონალურ უნარებს შეესაბამება, ეცადეთ ინტერნეტში შესაფერისი ვაკანსია მოძებნოთ. გაუმართლებელმა რისკმა შეიძლება მატერიალური ზარალი მოიტანოს — ამ პერიოდში პარტნიორულ ვალდებულებებში მოტყუებისა და თაღლითობის რისკი მაღალია. საღამოს მოსალოდნელია დეპრესიული განწყობა, რაც ვენერასა და პლუტონის უარყოფითი ასპექტის ბრალია. შეეცადეთ მოდუნდეთ და არაფერზე ინერვიულოთ.
მერწყული
ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და დიდ სიხარულს მოგტანთ, თუმცა მეგობრებთან მათ განხილვას ნუ იჩქარებთ. ოჯახურ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები გელით. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოიტანს. დღის შუა პერიოდში არ არის გამორიცხული გარკვეული სირთულეები ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება: ფულადი პრიზი, წარმატებული შოპინგი ან ძველი ვალის დაბრუნება. მავნე ჩვევებზე უარის თქმის დროა —ჯანმრთელობის პრობლემები არ ემუქრებათ იმ მერწყულებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს იცავენ.
თევზები
შეეცადეთ, სამუშაო მოვალეობებიდან ყურადღება ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ; არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს მათ თქვენი ყურადღება აკლდათ. სამუშაოზე ყველაფერი იდეალურად იქნება. საღამოს საათებში აუცილებლად მოდუნდით, რომ დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აღადგინოთ. სამსახურში გადატვირთვის გამო შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნოთ: გირჩევთ, ხშირად შეისვენოთ და მუშაობისას ოთახი გაანიავოთ — ჟანგბადის ნაკლებობა ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მიირთვით მეტი მწვანილი, სვით ნატურალური წვენები და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.












