ENews.Ge ახალი ამბები

რა ჯდება "დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის" კანის ფესტივალზე მოხვედრა - ძვირი სიამოვნება, წლევანდელი კინოფესტივალის ინციდენტი და ქართველი წითელ ხალიჩაზე



კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით სტუ­მარს იზი­დავს. 2025 წლის ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა წინა წლე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ფეს­ტი­ვალს და­ახ­ლო­ე­ბით 35,000-დან 40,000-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა. იქ არი­ან კი­ნო­ინ­დუსტრი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და სე­ან­სებ­ში.

გარ­და ამი­სა, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა Marché du Film - მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კი­ნო­ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 15,000 მო­ნა­წი­ლეს მას­პინ­ძლობს.

კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი არა მხო­ლოდ კი­ნო­წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით პრო­ფე­სი­ო­ნალ­სა და კი­ნო­მოყ­ვა­რულს აერ­თი­ა­ნებს.

კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, თუმ­ცა თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლე­თე­ბი მხო­ლოდ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მაგ­რამ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც VIP პა­კე­ტებ­სა და ექ­სკლუ­ზი­ურ წვდო­მას სთა­ვა­ზო­ბენ კერ­ძო კლი­ენ­ტებს.

VIP ბი­ლე­თე­ბი და ფა­სე­ბი

სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა Sincura Group და Cornucopia Events, სთა­ვა­ზო­ბენ VIP პა­კე­ტებს, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს:

წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის გავ­ლას და პრე­მი­ე­რებ­ზე დას­წრე­ბას. მა­გა­ლი­თად, Sincura Group-ის მეშ­ვე­ო­ბით, და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ის აივ­ნის ბი­ლე­თი ღირს და­ახ­ლო­ე­ბით €5,750

გალა ვახ­შმებ­სა და ექ­სკლუ­ზი­ურ წვე­უ­ლე­ბებს Cornucopia Events-ის მი­ხედ­ვით, ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი მერ­ყე­ობს £4,500-დან £6,500-მდე, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ად­გილ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­ლე­ბი

მა­გა­ლი­თად, Better World Fund-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე VIP ად­გი­ლი ღირს €3,600, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის ზო­ნის ად­გი­ლი - €6,000 ღირს

VIP პა­კე­ტე­ბი ხში­რად მო­ი­ცავს და­მა­ტე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბებს, რო­გო­რი­ცაა:

  • პერ­სო­ნა­ლუ­რი კონ­სი­ერ­ჟი
  • ლი­მუ­ზი­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა
  • მა­კი­ა­ჟი­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბი
  • ფო­ტოგ­რა­ფი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე

ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბის ან სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა, რაც და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

VIP ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი

  • Supporter ბი­ლე­თი: €12,500 – €30,000
  • Patron ბი­ლე­თი: €35,000
  • Philanthropist ბი­ლე­თი: €50,000
  • Benefactor/Grand Patron მა­გი­და (10 სტუ­მა­რი):€170,000
  • Grand Benefactor მა­გი­და (10 სტუ­მა­რი): €250,000
  • Grand Philanthropist მა­გი­და (12 სტუ­მა­რი): €340,000

წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის პრე­მი­ე­რე­ბი:

  • დი­ლის/დღის ჩვე­ნე­ბე­ბი (აი­ვა­ნი): €400 – €700
  • სა­ღა­მოს ჩვე­ნე­ბე­ბი (აი­ვა­ნი): €1,200 – €2,000
  • და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნია (აი­ვა­ნი): €3,000 – €5,000
  • და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნია: €5,000 – €10,000

გალა ვახ­შა­მე­ბი და წვე­უ­ლე­ბე­ბი:

  • Chopard Annual Dinner and Love Party: €14,000
  • Vanity Fair Party: €14,700
  • Eva Longoria Party: €16,500
  • Naomi Campbell Party: €16,500

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სტუმ­რე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბი სა­ჯა­როდ არ არის ცნო­ბი­ლი, ბი­ლე­თე­ბის ფა­სე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა შე­იძ­ლე­ბა ათა­სო­ბით ევ­რო­დან ასო­ბით ათას ევ­რომ­დე მერ­ყე­ობ­დეს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბის ტიპ­ზე, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზე და და­მა­ტე­ბით სერ­ვი­სებ­ზე.

კანი 2025

წელს, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი უამ­რა­ვი სკან­და­ლუ­რი და სა­კა­მა­თო მო­მენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­ულ შემ­თხვე­ვას:

კე­ვინ სპე­ი­სის დაბ­რუ­ნე­ბა

მსა­ხი­ო­ბი კე­ვინ სპე­ი­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ჰო­ლი­ვუ­დი­დან გა­რი­ყეს, კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­პა­ტიო ჯილ­დო­თი და­ა­ჯილ­დო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი მის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და, მისი დაბ­რუ­ნე­ბა კინო ინ­დუსტრი­ა­ში კვლავ გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

ჩაც­მის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვე­ბი

ფეს­ტი­ვალ­მა წელს მკაც­რი კო­დექ­სი შე­მო­ი­ღო, სა­დაც აკ­რძა­ლუ­ლი იყო გამჭვირ­ვა­ლე და მას­შტა­ბურ კა­ბე­ბი. თუმ­ცა, ჰა­ი­დი კლუ­მი­სა და სტე­ლა მაქსვე­ლის კა­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კო­დექ­სის დარ­ღვე­ვად მი­იჩ­ნია.

ემა სტო­უ­ნის ინ­ცი­დენ­ტი

ემა სტო­უ­ნი 2025 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა სა­ხა­ლი­სო ინ­ცი­დენ­ტის ეპი­ცენ­ტრში. ფილ­მის Eddington პრე­მი­ე­რის დროს, სა­დაც ის თა­ნა­ვარ­სკვლა­ვებ­თან - პედ­რო პას­კალ­თან და ოს­ტინ ბატ­ლერ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და, მას­თან ახ­ლოს ფუტ­კა­რი მოფ­რინ­და. სტო­უნ­მა შე­ამ­ჩნია ფუტ­კა­რი და ცდი­ლობ­და მისი მო­შო­რე­ბას, თუმ­ცა ფუტ­კა­რი კვლავ მის გარ­შე­მო დაფ­რი­ნავ­და. სტო­უ­ნი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ცდი­ლობ­და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ პას­კალს მი­ეკ­რა და ფუტკრის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და.

ეს მო­მენ­ტი კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და, რის შე­დე­გა­დაც მრა­ვა­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო და ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი იყო ფეს­ტი­ვალ­ზე.

აკ­რძა­ლუ­ლი სტუმ­რე­ბი

ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი თეო ნა­ვა­რო-მუსი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბე­ბის გამო ფეს­ტი­ვა­ლის წი­თე­ლი ხა­ლი­ჩი­დან მო­იხ­სნეს. ასე­ვე, ACID სექ­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბის გამო.

პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი

რო­ბერტ დე ნი­რომ ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოს­ვლი­სას აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პი გა­აკ­რი­ტი­კა, რაც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბად იქცა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

თამო ვა­შა­ლო­მი­ძე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე

2025 წლის კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი თამო ვა­შა­ლო­მი­ძე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოჩ­ნდა, რა­მაც ქარ­თულ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

თამო ვა­შა­ლო­მი­ძე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე თე­მურ თვა­ლა­ვა­ძის ბრენ­დის, Temo Chérie-ის, მიერ შექ­მნილ კა­ბა­ში გა­მოჩ­ნდა. მის იმიჯ­ზე ვი­ზა­ჟის­ტმა მა­რი­კა კა­ცი­ტა­ძემ იზ­რუ­ნა. თა­მომ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია იყო და სი­ა­მა­ყით წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. ერთ მო­მენ­ტში ვა­შა­ლო­მი­ძე წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით გა­მოჩ­ნდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა