ENews.Ge ახალი ამბები

VIDEO: „პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

27-04-2024, 15:10
524
VIDEO: „პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული გოგონების დედა ემოციურ პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს: 

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი. ტყუპი დები დღეს 15 წლის გახდებოდნენ.

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… ადრე ვითვლიდი, უჩემოდ-თქო, ახლა პირიქითა დედი… აღარ ისმოდა თქვენი სიცილი, კისკისი და მადლობები… დეე, მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო…

როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე… აუტანელია ეს ყველაფერი … ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე…“, – წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონების დედა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა