ENews.Ge ახალი ამბები

VIDEO: დაღუპულია 2 სტუდენტი, ცხრა დაიჭრა – სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა – უმძიმესი დეტალები

გუშინ, 23:48
1 688
VIDEO: დაღუპულია 2 სტუდენტი, ცხრა დაიჭრა – სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა – უმძიმესი დეტალები


აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა და ცხრა ადამიანი დაშავდა.

CNN-ის ინფორმაციით, სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის თქმით, თავდამსხმელი შავებში ჩაცმული მამაკაცი იყო, რომელიც ფეხით გაიქცა.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და პროვიდენსის პოლიცია საზოგადოებას ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა