
რუსეთში, კურილის კუნძულების ჩრდილოეთ სანაპიროსთან 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ამის შესახებ პროპაგანდისტულ „Ria.Ru-ს“ სახალინის სეისმური სადგურის ხელმძღვანელმა ელენა სემენოვამ დაუდასტურა. სეისმოლოგის თქმით, ცუნამის საფრთხის შესახებ განგაშის ცნობები არ გავრცელებულა.