ENews.Ge ახალი ამბები

თბილისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა - რა ხდება ადგილზე

თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და გადაუდებელი დახმარების ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით, მძიმე დაზიანება არავის მიუღია.

ავარიამ საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

შემთხვევის ამსახველ კადრებს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა