გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი - ვინ არის და რას წერს მასზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზისა და რადიოს გუნდი?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს გუნდი სამძიმრის წერილს აქვეყნებს და კოლეგის, ინგა მებონიას გარდაცვალების შესახებ წერს.
ის არ იყო მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი - ის იყო ჩვენი გუნდის საიმედო მეგობარი, თბილი, გულისხმიერი და კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც თითოეულ კოლეგას მხარში ედგა. მისი ყოველი დღე სამსახურში იწყებოდა ღიმილითა და სითბოთი, რომელიც კოლექტივში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.
აჭარის რადიოს კოლექტივი გულისტკივილით ემშვიდობება ჩვენს ძვირფას თანამშრომელს. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში, ხოლო მისი ხმა და საქმე - აჭარის რადიოს მატიანეში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და სრულიად ჟურნალისტურ საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.











