ENews.Ge ახალი ამბები

„ჩემო ძვირფასო მეუღლევ, გილოცავ შენს დაბადების დღეს…“ — ასე ულოცავდა ინგა ყალიჩავა მეუღლეს დაბადების დღეს, დღეს კი 4 შვილის დედის მკვლელობაში სწორედ მას ედება ბრალი…



რამდენიმე დღის წინ ფოთში მოკლული ქალი ინგა ყალიჩავა იყო… 4 შვილის დედა. ჰქონდა ოცნებები, მიზნები, მომავლის იმედი, ბედნიერი დღეები… ეს ყველაფერი წამებში დასრულდა. დასრულდა ტანჯვით და ძალიან მძიმე ტკივილით..
ხო, იყო. იყო…
წლების წინ ასე მიულოცა მეუღლეს დაბადების დღე. მეუღლეს რომელთანაც ცხოვრებასთან, ლამაზ თუ მძიმე მოგონებებთან ერთად 4 შვილი აკავშირებდა…
ინგას მკვლელობაში ბრალი მეუღლეს ედება.
ჯოჯოხეთი სხვა კი არაფერია?!
რამდენიმე თვის წინ პირდაპირ ეთერში მთელი სიამაყით დაგვიანონსეს სტამბოლის კონვენციიდან ქვეყნის გამოსვლის საკითხზე მსჯელობა შესაძლებელიაო. 
მაგ ადამიანებს რამდენიმე საათით ვათხოვებ ჩემს ტელეფონს იქნებ ასე აღიქვან რა გზას გადიან ქალები და რა მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით. სახელმწიფო ისედაც არ ასრულებს სრულად კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს…

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა