ENews.Ge ახალი ამბები

17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებებია — ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სასამართლო კი გაურკვეველი ვადით გადაიდო!



17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კაპანაძე პენიტენციური სამსახურის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, პარალელურად კი მისი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო ინფორმაციას ამის შესახებ “სანდო წყარო” ავრცელებს.

მათივე ცნობით სასამართლოს გადადების მიზეზი პროკურატურის თხოვნა გახდა, რომელმაც გამოძიებისთვის დამატებითი ვადის გამოყოფა ითხოვა. სხდომა გაურკვეველი ვადით გადავადდა. როგორც “სანდო წყარო” ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, ასამართლოს მიერ ნამდვილად არის დანიშნული ნიკა კაპანაძის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თუმცა, დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც უფლებადამცველი საქმეს გაეცნო, კვლევა ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული. ამ ეტაპზე დაცვის მხარისთვის უცნობია, შედგა თუ არა ექსპერტიზა ბოლო დღეებში.

 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილი ვერაზე, ხორავასა და შანიძის ქუჩების მიმდებარედ, 22 ივლისს მოკლეს.

 სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მისხლობით მიზეზი კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რამაც ბრალდებულის აგრესია გამოიწვია.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა