მშობლებო, ყურადღებით! 5 წლის ბავშვის გატაცება სცადეს - დედამ შვილი ბოლო წამს გადაარჩინა!
იტალია: 5 წლის ბავშვის გატაცება სცადეს — დედამ შვილი გადაარჩინა!
მარანო, ნეაპოლის პროვინცია
იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ, დაახლოებით 12:30 საათზე, 45 წლის მამაკაცი სკოლის ავტობუსიდან ჩამოსულ 5 წლის ბავშვს მკლავში სწვდა და წაყვანა სცადა სიტყვებით: „წამოდი ჩემთან, ერთი ბატონი გეძახისო“.
ბავშვის ყვირილზე დედა მაშინვე მივარდა და შვილის წაყვანის მცდელობა აღკვეთა.
კარაბინიერებმა მამაკაცი იპოვეს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყეს. მის მიმართ მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
მშობლებო, ასწავლეთ ბავშვებს, არასოდეს გაჰყვნენ უცნობ ადამიანს და საფრთხის შემთხვევაში ხმამაღლა ითხოვონ დახმარება!











