ENews.Ge ახალი ამბები

ოზურგეთში, კლინიკა "მედალფაში" გოლიათი ბიჭი დაიბადა

ოზურგეთში, კლინიკა "მედალფაში" გოლიათი ბიჭი დაიბადა.

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, პატარა ვაჩე კვერღელიძე 8 იანვარს დაიბადა და მისი წონა 5.600 კილოგრამია.

"ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ.

მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!" - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა