რამდენიმე წუთის წინ მძიმე ავარია მოხდა - მსუბუქი მანქანა ტრაილერს, სატვირთო კი სხვა ავტომობილს შეეჯახა
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მანქანას, ტრაილერი კი "ოპელის" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟემა დაშავებულები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა მათი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ინფო რუსთავი












