"წარმოიდგინეთ, ეს გაუკეთა მერაბმა უმარს, თან მეხუთე რაუნდში..." - შოუს ელემენტები მერაბ დვალიშვილისგან: რა შეფასებები მოჰყვა დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ბრძოლას
UFC 311-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა. ბრძოლა პირველი ორი რაუნდის განმავლობაში საკმაოდ თანაბარი და ახლო იყო, თუმცა მესამე რაუნდიდან მერაბმა უკვე უპირატესობა მოიპოვა და მაშინ, როცა უმარს უკვე დაღლა ეტყობოდა, დვალიშვილი შეტევაზე გადავიდა. მას არც შოუს ელემენტები დავიწყებია, რასაც გულშემატკივარი მერაბისგან უკვე მიეჩვია.
-
X-ის პლატფორმაზე ეს ბრძოლა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა და საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები მერაბის გამძლეობით აღფრთოვანებულები არიან. ვნახოთ შეფასებები სოციალური ქსელიდან:
"წარმოიდგინეთ, ეს გაუკეთა მერაბმა უმარს, თან მეხუთე რაუნდში. წარმოუდგენელი გამძლეობა აჩვენა"
"ნურმაგომედოვთან ასეთი დამაჯერებელი მოგება. რასთან გვაქვს საქმე?"













