ENews.Ge ახალი ამბები

“ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი…”- გარდაცვლილი მოზარდის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან – სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ამ ქალაქში შიშით ვარ – ამბობს ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა:

“ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე (პირობებში) გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს…
პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.
დოქებთან (რიყის დოქებთან) 3 მ-მდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან – ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, მის თვალწინ, (ერთ-ერთი მეგობრის) ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.
მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა – გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი – ჩვენი ქალაქის მერი, იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ”- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა შაბათს მოხდა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა