ENews.Ge ახალი ამბები

"10 წელია ასეთი ნალექი არ გვინახავს" - თოვლში ჩარჩენილი ტრანსპორტი და პარალიზებული ბათუმი: ფოტოები სტიქიის ადგილიდან

ბა­თუმ­ში უხვი ნა­ლე­ქის გამო, მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტს გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. თოვლში ჩარ­ჩე­ნი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის ამოყ­ვა­ნას, მგზავ­რე­ბი და სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ. უხვი ნა­ლე­ქის და ქარ­ბუ­ქის გამო, ბა­თუ­მი თით­ქმის პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

"ასე­თი უხვი ნა­ლე­ქი აჭა­რა­ში თუ გა­ვიხ­სე­ნებთ 2016 წელს იყო, თოვ­ლის სა­ფა­რი დი­დია, ამას ემა­ტე­ბა ქარ­ბუ­ქი, ფაქ­ტობ­რი­ვად უძ­ლუ­რი ვართ. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­ერ­თოდ ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სი მუ­შა­ობს, მაგ­რამ ამ პი­რო­ბებ­ში ხე­დავთ რო­გორც. სჯობს სახ­ლში დავ­რჩეთ, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რად­გან ხე­ებს თოვ­ლი აზი­ა­ნებს და ტო­ტე­ბი ძირს ეცე­მა" - აღ­ნიშ­ნა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ბა­თუმ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი 50 სან­ტი­მეტრს აჭარ­ბებს. დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და ქარ­ბუ­ქის გამო ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დღეს 8 ავი­ა­რე­ი­სი გა­უქ­მდა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აე­რო­პორ­ტში და­უ­დას­ტუ­რეს.

რო­გორც ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი ერთი დღით შე­ჩერ­და.

"რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის, მო­სა­ლოდ­ნე­ლი უა­მინ­დო­ბი­სა და ქა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­მზრდელ­თა და აღ­საზ­რდელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 24 თე­ბერ­ვალს სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის ერთი დღით შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდე­ბა 25 თე­ბერ­ვალს" - აცხა­დე­ბენ ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში ასე­ვე, ხუ­ლოს მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ქარ­ბუ­ქის გამო, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი 26 თე­ბერ­ვალს გა­ნახ­ლდე­ბა.

ბა­თუ­მის მე­რის არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მის ქუ­ჩე­ბის თოვ­ლის სა­ფა­რის­გან გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბა­თუ­მის მე­რი­ის ცნო­ბით, გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში 40 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კაა ჩარ­თუ­ლი.ამას­თან, აჭა­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, მათი თქმით, ნა­ლექ­მა გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, ისი­ნი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას სთხო­ვენ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა