ENews.Ge ახალი ამბები

6 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - როგორია ვითარება ლანჩხუთში?

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მა­მა­თის, აკე­თის, ჭან­ჭა­თის, ჩო­ჩხა­თის, ღრმა­ღე­ლის, ორაგ­ვის, არ­ჩე­უ­ლისსოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

  • რო­გორც ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, უა­მინ­დო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად გზის გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“უა­მინ­დო­ბა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გრძელ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა. ცენ­ტრა­ლუ­რი გზე­ბი მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნე­ბის­თვის იწ­მინ­დე­ბა და ტექ­ნი­კა მუ­შა­ობს აცა­ნა- მა­მა­თის, ორ­მე­თის, ლესა-გუ­ლი­ა­ნის, ჩო­ჩხა­თის, ქა­ლა­ქის, ჩი­ბა­თის, შუ­ხუ­თის, სუფ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამ დრო­ის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა მა­მა­თის, აკე­თის, ჭან­ჭა­თის, ჩო­ჩხა­თის, ღრმა­ღე­ლის, ორაგ­ვის, არ­ჩე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას. "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, რათა უმოკ­ლეს დრო­ში აღ­დგეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა. პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბით, დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნა.მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ად­გილ­ზე შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბი, რო­მე­ლიც 24 - სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს”, - აცხა­დე­ბენ ლან­ჩხუ­თის მე­რი­ა­ში

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა, კერ­ძოდ, ნა­ლექ­მა და­ა­ზი­ა­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და ხე­ე­ბი. სოფ­ლებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ელო­დე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა