ENews.Ge ახალი ამბები

ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, რა ხდება ქვეყნის საავტომობილო გზებზე?

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გზებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე (თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 141-ე კმ-ზე) ჩა­მო­წო­ლი­ლი ზვა­ვის­გან გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გაწ­მენ­დი­ლია და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლია. ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, რი­კო­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სრულ მო­ნაკ­ვეთ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს გზის წმენ­დის სა­მუ­შა­ო­ებს.

"მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის გამო, სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­გის­ტრა­ლე­ბი­სა და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გზე­ბის წმენ­დი­სათ­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა. ინ­ტენ­სი­უ­რად იწინ­დე­ბა გზე­ბი და იყ­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი.

ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვი­სა და რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლია ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მე­ბი.

ამ დრო­ი­სათ­ვის, ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვი­სა და და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია: თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ42-კმ180 (აღა­ი­ა­ნის სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი - ზეს­ტა­ფო­ნის სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, გომი-სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სამ­ტრე­დია-ლან­ჩხუ­თი-გრი­გო­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სე­ნა­კი-ფოთი (ასაქ­ცე­ვი)-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ48-კმ119 (გრი­გო­ლე­თი-სარ­ფი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ხა­შუ­რი-ახალ­ცი­ხე-ვა­ლეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სა­ჩხე­რე(სა­რე­კი)-უზუნ­თა-შქმე­რი-ზუ­და­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე და ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ30-კმ184 (ჯვა­რი-უშ­გუ­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე.

დიდ­თოვ­ლო­ბის გამო მხო­ლოდ მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია: ქუ­თა­ი­სი (წყალ­ტუ­ბოს გა­და­სახ­ვე­ვი)-წყალ­ტუ­ბო-ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხი-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ88-კმ124 (ლენ­ტე­ხი-მელე) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ბა­თუ­მი(ან­გი­სა)-ახალ­ცი­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქ­სა­ძე­ე­ბი-კუ­რორ­ტი გო­დერ­ძი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ძი­რუ­ლა-ხა­რა­გა­უ­ლი-მო­ლი­თი-ფონა-ჩუ­მა­თე­ლე­თის და ზეს­ტა­ფო­ნი-კი­ცხი-ხა­რა­გა­უ­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე, სა­დაც მსუ­ბუ­ქი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა მხო­ლოდ მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბი­თაა და­საშ­ვე­ბი.

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის, ლი­პყი­ნუ­ლის, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის და რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლია: მცხე­თა-სტე­ფან­წმინ­და-ლარ­სის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გუ­და­უ­რი(ფოს­ტა)-კო­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე, კოდა–ფარ­ცხი­სი–მან­გლი­სი–წალ­კა-ნი­ნოწ­მინ­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ94-კმ110 (ფა­რა­ვა­ნის უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ44-კმ46 (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე, ნიჩ­ბი­სი-დიდ­გო­რი-დიდი თო­ნე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ2-კმ28 მო­ნაკ­ვეთ­ზე, ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ185-კმ192 (უშ­გუ­ლი-ლას­დი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე და ქუ­თა­ი­სი (წყალ­ტუ­ბოს გა­და­სახ­ვე­ვი)-წყალ­ტუ­ბო-ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხი-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლას­დი­ლი) მო­ნაკ­ვეთ­ზე .

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბის წმენ­დას უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კვლავ ნარ­ჩუნ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თოვა, გთხოვთ, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე, თავი შე­ი­კა­ვოთ მგზავ­რო­ბის­გან. ამას­თან, გთხოვთ, იმ­გზავ­როთ გა­მარ­თუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით, სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­რა­ვე­ბით და და­იც­ვათ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა