ENews.Ge ახალი ამბები

თავდაცვის ძალებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დაიწყეს - “სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარი პირადი შემადგენლობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული“

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრი­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი ექვს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

ამას­თან, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ რომ ჯარი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით არის ჩარ­თუ­ლი.

“დღეს დი­ლი­დან სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ ყვე­ლა იმ კრი­ტი­კულ ობი­ექ­ტზე, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ჯარი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით არის ჩარ­თუ­ლი. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შსს-ს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან, მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ერ­თო. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის, ჯა­რე­ბის ლო­ჯის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, ასე­ვე წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა