ENews.Ge ახალი ამბები

კონგოში უცნობ დაავადებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა: ანგარიშების თანახმად, ის პირველად 3 ბავშვს აღმოაჩნდა, რომლებმაც მკვდარი ღამურა შეჭამეს - რას ამბობს ჯანმო?

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის (კდრ) ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უც­ნობ­მა და­ა­ვა­დე­ბამ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად სამ ბავ­შვს აღ­მო­აჩ­ნდა, ბოლო ხუთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 16 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით, პრო­ვინ­ცია ეკ­ვა­ტო­რის შო­რე­ულ სოფ­ლებ­ში და­ა­ვა­დე­ბის ორი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 431 შემ­თხვე­ვი­დან 53 სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და.

"შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას. ზუს­ტი მი­ზე­ზი უც­ნო­ბი რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ტა­რიკ ჯა­შა­რე­ვიჩ­მასამ­შა­ბათს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სოფ­ლებს შე­ზღუ­დუ­ლი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ჯან­დაც­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვთ.

ბი­კო­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, სერჟ ნგა­ლე­ბა­ტოსთქმით, სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან, რო­მელ­თა შო­რი­საა ცხე­ლე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა და ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, სიკ­ვდი­ლამ­დე ინ­ტერ­ვა­ლი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში 48 სა­ა­თია და "სწო­რედ ესაა ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი".

13 შემ­თხვე­ვის ნი­მუ­შე­ბი უარ­ყო­ფი­თი აღ­მოჩ­ნდა ებო­ლა­სა და მარ­ბურ­გის ვირუს­ზე, მაგ­რამ ჯან­მოს გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის გუნ­დე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვად იკ­ვლე­ვენ სხვა პო­ტენ­ცი­ურ მი­ზე­ზებს, მათ შო­რის მა­ლა­რი­ას, საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლას, ტიფს, მე­ნინ­გიტს ან სხვა ვირუ­სულ ჰე­მო­რა­გი­ულ ცხე­ლე­ბებს.

ად­რე­უ­ლი აფეთ­ქე­ბა, რომ­ლის დრო­საც12 შემ­თხვე­ვი­დან 8 სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და, სო­ფელ ბო­ლო­კო­ში 21 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და.

ეს აფეთ­ქე­ბა სო­ფელ­ში, იმა­ვე თვის და­სა­წყის­ში ხუთ წლამ­დე ასა­კის სამი ბავ­შვის სიკ­ვდილს უკავ­შირ­დე­ბა. სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის ცხე­ლე­ბა და სი­სუს­ტე, ჰე­მო­რა­გი­ულ ნიშ­ნებ­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­გო­რი­ცაა ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა და სის­ხლის ღე­ბი­ნე­ბა.

ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, ბავ­შვებ­მა ავად გახ­დო­მამ­დე მკვდა­რი ღა­მუ­რა შე­ჭა­მეს.

და­ნარ­ჩე­ნი შემ­თხვე­ვე­ბი ბო­ლო­კო­ში და ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ დონ­დო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და თი­თო­ე­უ­ლი მსგავ­სი სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­და.

ჯან­მოს გან­ცხა­დე­ბით, ორ კლას­ტერს შო­რის კავ­ში­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ დად­გე­ნი­ლა.

"ვიკ­ვლევთ, არის თუ არა ეს სხვა ინ­ფექ­ცია ან რა­ი­მე ტოქ­სი­კუ­რი აგენ­ტი. უნდა ვნა­ხოთ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს და რა დო­ნე­ზე შე­უძ­ლია ჯან­მოს მხარ­და­ჭე­რა", - გა­ნა­ცხა­და ჯა­შა­რე­ვიჩ­მა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი აფეთ­ქე­ბე­ბი წარ­სულ­შიც მომ­ხდა­რა.

დე­კემ­ბერ­ში კონ­გო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ავად­მყო­ფო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ლა­რი­ად იდენ­ტი­ფი­ცირ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა