ENews.Ge ახალი ამბები

“ჯარისკაცები უშუალოდ არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც შედიან ოჯახ-ოჯახ“ - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში: თავდაცვის მინისტრის კომენტარი

ამ დრო­ის­თვის, ჩვენს წი­ნა­შე დას­მუ­ლი ამო­ცა­ნის­თვის ჩვე­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი საკ­მა­რი­სია, და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შევ­ძლებთ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის ჩარ­თვას,“- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გუ­რი­ა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, ჯა­რის­კა­ცე­ბი უშუ­ა­ლოდ არი­ან კონ­კრე­ტულ სოფ­ლებ­ში.

“პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სტი­ქი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რათა მი­ვი­დეთ ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მის­ვლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ამა­ვე დროს ჩვე­ნი ძა­ლე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი უშუ­ა­ლოდ არი­ან კონ­კრე­ტულ სოფ­ლებ­ში, სა­დაც შე­დი­ან ოჯახ-ოჯახ.

იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია მყარ­დე­ბა, თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, რი­თაც შე­უძ­ლი­ათ ად­გილ­ზე მი­ა­წო­დონ საკ­ვე­ბი თუ მე­დი­კა­მენ­ტი ამა­საც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ამა­ვე დროს, მათ ოპე­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი აქვთ თი­თო­ე­ულ შტაბ­თან, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მათ მი­ა­წო­დონ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შტა­ბებს, და­მა­ტე­ბი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ჯგუ­ფე­ბიც მი­ვიდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, მო­მა­ვალ­შიც შეგ­ვიძ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ასე­თი და­ვა­ლე­ბა არ არის“,- აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ვან­მა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა