ENews.Ge ახალი ამბები

აწამეს, ცხედარი დაწვეს და ხევში გადააგდეს" - რუსმა დეპუტატებმა ტყეში წამებით მოკლეს ქალი, რომელიც მათი საქმიანობით უკმაყოფილო იყო

სა­ში­ნელ­მა და სას­ტიკ­მა მკვლე­ლო­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო ჩე­ლი­ა­ბინ­სკის რე­გი­ო­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ქალი - 46 წლის გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა ბრე­დინ­სკის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს, აწა­მეს და შემ­დეგ მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი წყა­როს­თან და­აგ­დეს.

სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რიმ­ნი­კის სოფ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი რუდსკი, სა­ოლ­ქო საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი ალექ­სან­დრე ბრუ­კა­ლი და მისი ვაჟი ან­დრეიარი­ან - ისი­ნი და­ა­კა­ვეს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­პუ­ტა­ტებ­მა ქალი ხეზე მი­ა­ბეს, აწა­მეს, და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ მისი დაწ­ვა სცა­დეს და ბო­ლოს ცხე­და­რი იქვე და­ტო­ვეს.

deputatebi
და­კა­ვე­ბუ­ლი რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი


გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა ბო­ლოს 2025 წლის 23 თე­ბერ­ვალს ნა­ხეს.

ოჯა­ხი და­ღუ­პუ­ლი ძმის დაკ­რძალ­ვა­ზე შე­იკ­რი­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქალი სახ­ლში დაბ­რუნ­და. გვი­ან სა­ღა­მოს მის სახ­ლთან მი­ვი­და სამი მთვრა­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­თა­ნაც დიდი ხა­ნია კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. გულ­ნაზ­მა საფრ­თხე იგ­რძნო და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­ი­ნა­ხეს, რომ სამ­მა მა­მა­კაც­მა ის მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩას­ვა და შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ. რო­დე­საც პო­ლი­ცია მი­ვი­და, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ცა­რი­ე­ლი სახ­ლი და სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი თოვლში. კვალ­მა ისი­ნი ხევ­ში მი­იყ­ვა­ნა. ცხე­და­რიც იმ მი­და­მო­ებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

gulnaz_valeeva
მოკ­ლუ­ლი გულ­ნაზ ვა­ლე­ე­ვა


მოკ­ლუ­ლის და ამ­ბობს, რომ გულ­ნა­ზი სას­ტი­კად იყო ნა­წა­მე­ბი, მას შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ და ცე­ცხლიც კი წა­უ­კი­დეს.

“მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ მათ ჩემი და მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს. გულ­ნაზ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის სად­გუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 25 კი­ლო­მეტრშია. სა­ნამ ისი­ნი მო­ვიდ­ნენ, ჩემი და წა­იყ­ვა­ნეს ტყე­ში, სა­დაც მისი დაწ­ვა სცა­დეს. მოკ­ვლის შემ­დეგ ცხე­და­რი ხევ­ში გა­და­აგ­დეს და თოვ­ლით და­ფა­რეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მის სხე­ულ­ზე არც ერთი მთე­ლი ად­გი­ლი არ არის,“ - იხ­სე­ნებს გულ­სუ­მი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა