ENews.Ge ახალი ამბები

„ნიკო არაფერს დააკლებს…“ – ნიკო კვარაცხელიას დედა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2021 წელს თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ასე მეგონა სულ იქნებოდა იმედად, დედასავით ტკბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი , დედა, დედამთილი ნაზი(მართა)ღვინჯილია…
წავიდა ბებო ნიკოსთან , ნიკო კი არაფერს დააკლებს

მოუნელებელ ტკივილად გვექნება ყველას რომ უკანასკნელი სურვილი ვერ აგისრულეთ ასეთია ეს ქვეყანა, ჩვენთვის მხოლოდ სასაფლაოა ძალიან გვტკივა ძალიან…“, – აღნიშნულია პოსტში.

შეგახსენებთ, კვარაცხელია Feedc-ის დამფუძნებელი იყო. ის  22 წლის ასაკში, 2021 წლის 16 სექტემბერს, წინა დღეს, ქუჩაში თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაიღუპა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა