ENews.Ge ახალი ამბები

“მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის“ - ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ცი­ხუ­რა­ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თი მთლი­ა­ნად და­იწ­ვა. ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლი-მე­ხან­ძრე­ე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო.

mecheti

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით “სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცია“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ცი­ხურ­ში, ხან­ძრის შე­დე­გად, მე­ჩე­თის დაწ­ვის გამო.

მე­ჩე­თი მხო­ლოდ სა­ლო­ცა­ვი ად­გი­ლი არ არის. იგი ჩვენ­თვის სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის კე­რაა. ეს მძი­მე და­ნა­კარ­გი გულს გვტკენს, თუმ­ცა გვწამს, რომ მე­ჩე­თი მხო­ლოდ კედ­ლე­ბის­გან არ შედ­გე­ბა. ის ცო­ცხლობს მორ­წმუ­ნე­თა გუ­ლებ­ში, სა­დაც ღვთი­სად­მი რწმე­ნა და ერ­თგუ­ლე­ბა სუ­ფევს.ვლო­ცუ­ლობთ, რომ უზე­ნა­ეს­მა ალ­ლაჰ­მა მოგ­ვმად­ლოს ძალა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა სულ მალე აღ­ვად­გი­ნოთ იგი და კვლავ გა­ნაგ­რძოს “ჯე­მაღ'ეთმა" ღვთიმ­სა­ხუ­რე­ბა მშვიდ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მორ­წმუ­ნეს, ილო­ცონ ამ გან­საც­დე­ლის სწრა­ფი გა­და­ლახ­ვის­თვის და გვერ­დში და­უდ­გნენ ჩვენს ძმებ­სა და დებს, რათა სულ მალე ავა­გოთ ახა­ლი მე­ჩე­თი,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

mecheti

ეთ­ნო­ლოგ რუს­ლან ბა­რა­მი­ძის ცნო­ბით, “შე­ნო­ბის აგე­ბის თა­რი­ღი XVIII სა­უ­კუ­ნის ბოლო – XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სია. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­ჩე­თი სო­ფელ პაქ­სა­ძე­ებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, შემ­დეგ და­უშ­ლი­ათ და სამ სო­ფელ­ზე – პაქ­სა­ძე­ე­ბი, ბეღ­ლე­თი და დი­და­ჭა­რა – გა­უ­ნა­წი­ლე­ბი­ათ. დი­და­ჭა­რის ჯამე 1828 წელს ლაზ ოს­ტა­ტებს შე­უმ­კი­ათ. დი­და­ჭა­რა­ში შე­ნო­ბა 2002 წლამ­დე იდგა. ახა­ლი შე­ნო­ბის აგე­ბის შემ­დეგ ის ამა­ვე ხე­ო­ბის ზედა ნა­წილ­ში, სო­ფელ სა­ცი­ხუ­რი­სათ­ვის გა­და­უ­ცი­ათ“.

შე­ნო­ბას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და 2006 წლი­დან.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა