ENews.Ge ახალი ამბები

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა

2025 წლის რე­გის­ტრა­ცია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის, ასე­ვე სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის 5 მარტს, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და 2 აპ­რი­ლის 18:00 სა­ათ­ზე დას­რულ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ნინო წე­რე­თელ­მა ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა.

ნინო წე­რეთ­ლის თქმით, იმ გა­მომ­ცდე­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სურს 2 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე გა­და­იხ­დი­ან, მაგ­რამ რა­ი­მე მი­ზე­ზით ვერ მი­იყ­ვა­ნენ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს ბო­ლომ­დე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, 10 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე და­ას­რუ­ლონ რე­გის­ტრა­ცია.

ნინო წე­რეთ­ლის თქმით­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გის­ტრა­ცი­ის მსურ­ვე­ლებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ამ პრო­ცე­სი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რათა წლე­ვან­დელ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეძ­ლონ.

რაც შე­ე­ხე­ბათ პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც წელს მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე გას­ვლას გეგ­მა­ვენ, რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღე­ბი ცნო­ბი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა.

„წელ­საც ცენ­ტრის მთა­ვა­რი რჩე­ვა გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის იქ­ნე­ბა, რომ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ რე­გის­ტრა­ცი­ის ინ­სტრუქ­ცი­ას და, რაც მთა­ვა­რია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ თა­რი­ღებს.

ამ მხრივ, გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის წელს გვაქვს მცი­რე, თუმ­ცა მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე - იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სურს გა­და­იხ­დი­ან 2 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე, მაგ­რამ რა­ი­მე მი­ზე­ზით ვერ მი­იყ­ვა­ნენ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს ბო­ლომ­დე, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, 10 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე და­ას­რუ­ლონ რე­გის­ტრა­ცია.

რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვებგ­ვერ­დზე: online.naec.ge

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი წელ­საც რამ­დე­ნი­მე­ე­ტა­პი­ა­ნია:

ძი­რი­თად ეტაპ­ზე - 2 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე გა­მო­საც­დელ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დოს რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ფა­სუ­რი და შე­ავ­სოს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, აირ­ჩი­ოს სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქი, ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი. საგ­ნის შეც­ვლა ან და­მა­ტე­ბა, ასე­ვე, გა­მოც­დის ენის შეც­ვლა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 10 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ. ამ დრომ­დე ექ­ნე­ბათ მათ სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც.

და­რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არა­ერ­თხელ შე­ეძ­ლე­ბათ შეც­ვა­ლონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. მათი არ­ჩე­ვის, წაშ­ლი­სა და გა­და­ნაც­ვლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­საც­დე­ლებს აპე­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღის ჩათ­ვლით ექ­ნე­ბათ. კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ვებგ­ვერ­დზე www.naec.ge.

აბი­ტუ­რი­ენ­ტთა მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის მიზ­ნით, 2025 წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის რო­გორც პი­რის­პირ, ასე­ვე ონ­ლა­ინ რე­ჟი­მით. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ და „ფე­ის­ბუკ“ გვერ­დებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სწავ­ლო­ბენ და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში, 2025 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე არ და­იშ­ვე­ბი­ან.

ცენ­ტრი გა­ნი­ხი­ლავს მომ­დევ­ნო წელს არა­და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სრუ­ლად მოხ­დე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის იმი­ტა­ცია.

მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა