ENews.Ge ახალი ამბები

ცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ძა­ლა­დო­ბის და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ძა­ლა­დო­ბის და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა არა­ერ­თხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2024 წლის 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა ხელი ნი­კაპ­ზე, ხოლო შემ­დეგ ძლი­ე­რად მო­ქა­ჩა თმა­ზე და და­ე­მუქ­რა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბას და მუ­ქა­რას შემ­დგომ­შიც აგ­რძე­ლებ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად წარ­მარ­თა. ჩა­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი: გა­მო­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მოწ­მე­ე­ბი, მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­ულ­ში მამ­ხი­ლე­ბე­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ამ­სახ­ვე­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (პრი­მა) მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 11 (პრი­მა) 151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ“ ქვე­პუნ­ქტით აგ­რძე­ლებს. სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალ­დე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა