ENews.Ge ახალი ამბები

8 ქართველი, ვინც “კანონიერ ქურდად” აკურთხეს – რას წერს მედია კრიმინალურ სამყაროში მოსალოდნელ დაპირისპირებებზე?



რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აკურ­თხეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის, იგი­ვე “შაქ­რო მა­ლა­დო­ის” წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მი­ი­ღეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­მა კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღის საფრ­თხე შექ­მნა.

რომ­ში 22 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ შეკ­რე­ბა­ზე რვა ადა­მი­ანს “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ცე­რე­მო­ნი­ა­ში 15-მდე “კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შეკ­რე­ბა სო­ხუ­მის კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მარ­თეს, რომ­ლის ლი­დე­რე­ბა­დაც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი, მეტ­სა­ხე­ლად “ტარო”, და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე, იგი­ვე “სო­ხუ­მე­ლი”, მი­იჩ­ნე­ვი­ან.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეს ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ აკურ­თხეს. ცე­რე­მო­ნია 2013 წელს ზა­ქა­რია კა­ლა­შო­ვის, იგი­ვე “შაქ­რო მა­ლა­დო­ის”, მიერ და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და.

  • ვინ მი­ი­ღო “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ტი­ტუ­ლი

“პრა­იმ კრა­მის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ­ში გა­მარ­თულ შეკ­რე­ბა­ზე ტი­ტუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რვა მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭეს. მათ შო­რის არი­ან:

  • და­თუ­ნა გაზ­დე­ლი­ა­ნი;
  • ნო­დარ ნი­ში­ა­ნი­ძე – თბი­ლი­სი­დან;
  • ვაჟა სუ­ლა­მა­ნი­ძე;
  • არ­სენ გა­ბა­და­ძე – ქუ­თა­ი­სი­დან;
  • რა­მაზ ვა­შაყ­მა­ძე;
  • ანრი კა­დი­ე­ვი – ბა­თუ­მი­დან;
  • გი­ორ­გი კო­კაშ­ვი­ლი – გო­რი­დან;
  • გი­ორ­გი ჩხე­ტი­ა­ნი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შეკ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზეზი გი­ორ­გი ფო­ლა­დიშ­ვილ­სა და ბე­სიკ კუპ­რაშ­ვილს შო­რის ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ფო­ლა­დიშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად “სინ­კა­რას”, რო­მელ­საც მა­ნამ­დე “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ სტა­ტუ­სი ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­და, ტი­ტუ­ლი აღუდ­გი­ნეს.

შეკ­რე­ბით ისარ­გებ­ლეს იმ პი­რებ­მაც, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას, თუმ­ცა “შაქ­რო მა­ლა­დო­ის” აკ­რძალ­ვის გამო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ.

“პრა­იმ კრა­ი­მი“ წერს, რომ ეს მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის“, რომ­ლე­ბიც ამ კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში ისე­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ. მისი თქმით, ახა­ლი ტი­ტუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბამ ქარ­თველ ქურ­დებს შო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის ტენ­დენ­ცია კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა.

  • რა­ტომ და­არ­ღვი­ეს “შაქ­რო მა­ლა­დო­ის” აკ­რძალ­ვა

მე­დი­ის ცნო­ბით, ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ კურ­თხე­ვა 2013 წელს ერე­ვან­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მა­შინ კა­ლა­შოვ­მა ახა­ლი ტი­ტუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა აკ­რძა­ლა.

მა­ნამ­დე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნე­ბი სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დე­ბად“ აკურ­თხებ­დნენ, თუმ­ცა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჯგუ­ფე­ბი მათ სტა­ტუსს არ აღი­ა­რებ­დნენ. ეს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში კონ­ფლიქ­ტებს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებ­და.

ფო­ტო­ზე შაქ­რო მა­ლა­დოი

შაქ­რო მა­ლა­დო­იმ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ახა­ლი ტი­ტუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის აკ­რძალ­ვით სცა­და. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის და­ურ­ღვე­ვია, მათ შო­რის მა­ში­ნაც, რო­დე­საც კა­ლა­შო­ვი ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. 2018 წლის 29 მარტს მას გა­მო­ძალ­ვის­თვის 9 წლი­თა და 10 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

პრა­იმ კრა­ი­მის“ ცნო­ბით, რომ­ში გა­მარ­თუ­ლი შეკ­რე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ, 24 ოქ­ტომ­ბერს, 73 წლის კა­ლა­შოვ­მა მოს­კოვ­ში მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ შეკ­რი­ბა და მომ­ხდა­რით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა.

გა­მო­ცე­მის წყა­როს თა­ნახ­მად, ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ ახა­ლი ტი­ტუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე თან­ხმო­ბა არ გა­უ­ცია და არც შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

  • ახალ “კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი უკვე შე­ექ­მნათ

რომ­ში გა­მარ­თულ შეკ­რე­ბას ყუ­რა­დღე­ბა რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ისე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­აქ­ცი­ეს.

“პრა­იმ კრა­ი­მის“ ცნო­ბით, გავ­ლე­ნი­ან­მა “კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლიმ, მეტ­სა­ხე­ლად, “ბა­თუ­მელ­მა”, ნო­დარ ნი­ში­ა­ნი­ძის “და­წი­ნა­უ­რე­ბა“ გა­აპ­რო­ტეს­ტა და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის ტი­ტუ­ლის მი­ნი­ჭე­ბას არ და­უშ­ვებ­და.

37 წლის ვაჟა სუ­ლა­მა­ნი­ძე ჯერ კი­დევ 16 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ მოს­კოვ­ში ყოფ­ნა არა­სა­სურ­ვე­ლი იყო, რის შემ­დე­გაც იტა­ლი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს. ეს ნა­ბი­ჯი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის გაფრ­თხი­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ რუ­სეთ­ში ახა­ლი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ გა­მო­ჩე­ნას შე­საძ­ლოა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს.

გა­მო­ცე­მის წყა­რო ახა­ლი ტი­ტუ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა მო­მა­ვალს პე­სი­მის­ტუ­რად აფა­სებს. მისი თქმით, პრობ­ლე­მას ისიც ქმნის, რომ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი სტა­ტუ­სი თა­ვად ამ წრე­შიც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის.

  • ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლან­სა და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს

რომ­ში გა­მარ­თუ­ლი ცე­რე­მო­ნია შე­საძ­ლოა კრი­მი­ნა­ლურ კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სი გახ­დეს. ტა­რი­ელ ონი­ა­ნი­სა და მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის გა­რე­მოც­ვამ შე­საძ­ლოა ამ ნა­ბი­ჯით ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის გა­მოწ­ვე­ვა ან მას­თან დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა სცა­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შუ­შა­ნაშ­ვი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ქმე­დე­ბებს ჯერ­ჯე­რო­ბით უგუ­ლე­ბელ­ყოფს.

2012 წელს რო­დე­საც დუ­ბა­ი­ში ონი­ა­ნი­სა და ჯან­გვე­ლა­ძის მომ­ხრე­ებ­მა ერ­თდრო­უ­ლად 17 ადა­მი­ანს მი­ა­ნი­ჭეს “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ ტი­ტუ­ლი. მა­შინ ეს ას­ლან უსო­ი­ა­ნის, იგი­ვე “დედ ჰა­სა­ნის”, მხარ­დამ­ჭერ­თა მიერ 11 პი­რის კურ­თხე­ვას მოჰ­ყვა.

რომ­ში გა­მარ­თულ შეკ­რე­ბას შე­საძ­ლოა ახა­ლი გარ­ჩე­ვე­ბი და ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა მოჰ­ყვეს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა