ENews.Ge ახალი ამბები

კვარას ყველაზე დიდი გულშემატკივრები: ნიცა თავაძის ოჯახური კადრები პატარა დამიანესთან ერთად

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში შვილთან, დამიანესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, კვარაცხელია სულ ახლახან გახდა PSG-ის ფეხბურთელი და ამ გუნდში მისი დებიუტი უკვე შედგა. პირველ თამაშს კვარას ყველაზე დიდი გულშემატკივრები, დამიანე და ნიცაც ესწრებოდნენ. 


KVARA


ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა