ENews.Ge ახალი ამბები

"ორივე ქართველია..." - გერმანიაში გრძელდება მამაკაცის ძებნა, რომელმაც ტრამვაიში ცოლის დაწვა სცადა: რას წერს გერმანული მედია?

ორი დღის წინ, გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ შემ­ზა­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ქარ­თვე­ლი ცოლ-ქმა­რი არი­ან. 46 წლის მა­მა­კაც­მა, თენ­გიზ კა­კი­აშ­ვილ­მა ტრამ­ვა­ი­ში, მე­უღ­ლეს აა­ლე­ბა­დი სი­თხე შე­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ქალი ამ­ჟა­მად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ გე­რა­ში მოხ­და. დამ­ნა­შა­ვე გა­იქ­ცა და პო­ლი­ცი­ას მას­ზე ძებ­ნა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

  • რა არის ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი - უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

ქა­ლაქ გე­რას პო­ლი­ცია 46 წლის ქარ­თველ მა­მა­კაცს ეძებს, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა ქა­ლის დაწ­ვის მცდე­ლო­ბა. მა­მა­კა­ცი თენ­გი­ზი კა­კი­აშ­ვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 180 სმ სი­მაღ­ლი­საა, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის. შემ­თხვე­ვის დროს ეცვა შავი სა­მუ­შაო სპეცქურ­თუ­კი ლურ­ჯი წარ­წე­რით. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს მას ასე­ვე შავი ქუდი ეხუ­რა.

"ბა­ტო­ნი კა­კი­აშ­ვი­ლი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ის მისი ქმა­რია“, - აცხა­დებს პო­ლი­ცია.


ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ძებ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს", – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუ ვინ­მე და­ი­ნა­ხავთ, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს პო­ლი­ცია. "გთხოვთ, სა­კუ­თარ თავს საფრ­თხე­ში ნუ ჩა­იგ­დებთ!“ - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი, სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვის ფო­ტო­თი, ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა.

  • მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა

ინ­ცი­დენ­ტი 15 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 10 სა­ათ­ზე, 3 ნო­მე­რი ტრამ­ვა­ის ხაზ­ზე მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხაზი ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ რა­ი­ონ­ში, ლუ­ზან­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და, სა­დაც დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

BILD-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და თავ­დამ­სხმე­ლი, ორი­ვე ქარ­თვე­ლია". ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თად ჩას­ხდნენ ტრამ­ვა­ი­ში. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ჩხრე­კი­ლია წყვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

  • დამ­წვა­რი ქალი ტრამ­ვა­ის მძღოლ­მა გა­და­არ­ჩი­ნა

მომ­ხდა­რის­თა­ნა­ვე, რო­დე­საც მგზავ­რებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­ლა­კით ტრან­სპორ­ტი გა­ა­ჩე­რეს, ტრამ­ვა­ის მძღოლ­მა ცე­ცხლმაქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ქალი გა­და­არ­ჩი­ნა.

და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, ად­გილ­ზე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ვერ­ტმფრე­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

  • ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე

"ჩვენ ვა­ტა­რებთ გა­მო­ძი­ე­ბას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე. ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი, რო­მე­ლი სი­თხე იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა იმა­ზე, იყო თუ არა ბენ­ზი­ნი, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის პრესმდი­ვან­მა კა­ტია რი­დერ­მა.

ტრამ­ვა­ის კარ­თან თავ­დამ­სხმელ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1,5-ლიტ­რი­ა­ნი ბოთ­ლი და­ტო­ვა. ეტი­კე­ტის მი­ხედ­ვით, ბოთ­ლში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ნა­რინ­ჯის­ფე­რი ACE მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ხი­ლის წვე­ნი, თუმ­ცა ბოთ­ლში აღ­მოჩ­ნდა გამჭვირ­ვა­ლე ღია ყვი­თე­ლი სი­თხე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ბენ­ზინს.

ტრამ­ვა­ი­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათი მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლებ­მაც თვალ­ნათ­ლივ და­ი­ნა­ხეს სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი. პო­ლი­ცი­ის თა­ნახ­მად, მათ­გან არ­ცერ­თი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ. ისი­ნი ახლა საქ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე­ე­ბი არი­ან.

  • ქა­ლა­ქის მერ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ ქა­ლებს მი­მარ­თა

ქა­ლა­ქის მერ­მა, კურტ და­ნენ­ბერ­გმა,მომ­ხდა­რი მკაც­რად დაგ­მო. ქა­ლა­ქის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ იგი "ღრმად შეძ­რუ­ლია ამ შემ­ზა­რა­ვი მოვ­ლე­ნით“. მისი თქმით, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბას სხვა­დას­ხვა სახე აქვს, თუმ­ცა ეს და­ნა­შა­უ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კია.

"მი­უ­ხე­და­ვად გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ შემ­თხვე­ვის ტყვე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა", – გა­ნა­ცხა­და მერ­მა და მო­უ­წო­და ყვე­ლა ქალს, ვინც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, დრო­უ­ლად მო­ი­თხო­ვონ დახ­მა­რე­ბა. "ჩვენ­თან ასე­თი მხარ­და­ჭე­რის­თვის უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს", - დას­ძი­ნა მან.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სწრა­ფად ჩა­ერ­თო და და­ეხ­მა­რა და­ზა­რა­ლე­ბულს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა