ENews.Ge ახალი ამბები

ქუთაისში დენის ჯიხური აფეთქდა – რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლასთან ელექტრო სადენების ყუთი სარემონტო სამუშაოების დროს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე შესაკეთებლად მისული ელექტრიკოსები დაშავდნენ.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა Imereti Press-ს განუცხადა რომ დაშავებულებს მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა.
წყარო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა