ENews.Ge ახალი ამბები

"ვალენსიას" უკაპიტნა და გამარჯვებაც შეუნარჩუნა: მამარდაშვილის მორიგი კარგი თამაში და მოგერიებული კურიოზული პენალტი - რა შეფასება მიიღო ქართველმა?



გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩი ჰქონ­და ეს­პა­ნუ­რი "ვა­ლენ­სი­ას“ რი­გებ­ში. გუნ­დი, რო­მელ­საც ჩვე­ნე­ბუ­რი კა­პიტ­ნობ­და, სტუმ­რად "ოსა­სუ­ნას“ და­უ­პი­რის­პირ­და და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, ან­გა­რი­შით: 1:0.

ლა ლი­გის 31-ე ტუ­რის შეხ­ვედ­რა­ში მა­მარ­დაშ­ვი­ლი "ვა­ლენ­სი­ის“ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ხოსე გა­ი­ას არ­ყოფ­ნა­ში გუნ­დი მო­ე­დან­ზე კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რით გა­იყ­ვა­ნა. გუნ­დმა ან­გა­რი­ში მე-18 წუთ­ზე სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვის შე­დე­გად გახ­სნა - დი­ე­გო პო­ლეს­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­და­ცე­მით ან­დრე ალ­მე­ი­და და­სარ­ტყამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­იყ­ვა­ნა, მა­ნაც ზუს­ტი დარ­ტყმით "ოსა­სუ­ნას“ კა­რის აღე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

"ოსა­სუ­ნა“ მე­ო­რე ტა­იმ­ში ბევ­რს უტევ­და. მა­მარ­დაშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­და თა­მაშ­ში ჩარ­თვა - ერთხელ შორი მან­ძი­ლი­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მო­ი­გე­რია, ერთ ეპი­ზოდ­ში კი პი­რის­პირ გა­სულ მე­ტო­ქეს შე­უ­შა­ლა ხელი.

გი­ორ­გიმ 85-ე წუთ­ზე დრო­ის გაყ­ვა­ნის­თვის ყვი­თე­ლი ბა­რა­თიც მი­ი­ღო. კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში ბუ­დი­მი­რი სა­ჯა­რი­მო­ში გი­ლი­ა­მონ­მა წა­აქ­ცია, მსაჯ­მა ვი­დე­ო­გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც კუ­რი­ო­ზუ­ლად თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბულ­მა შე­ას­რუ­ლა, ქარ­თვე­ლი ბურთს ად­ვი­ლად და­ე­უფ­ლა და "ღა­მუ­რებ­მა“ ჩემ­პი­ო­ნატ­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში ჩემ­თვის! სა­ა­მა­ყოა იყო ისე­თი დიდი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, რო­გო­რიც "ვა­ლენ­სი­აა"! სამი ქულა და მშრა­ლი კარი! მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის", - და­წე­რა "მა­მარ­დამ" მატ­ჩის შემ­დეგ.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "ვა­ლენ­სი­ამ“ 47 ქულა და­აგ­რო­ვა, სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე-7 ად­გილ­ზეა და ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე გამ­სვლელ გუნ­დებს მხო­ლოდ სამი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა. მა­მარ­დაშ­ვილ­მა კი მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში კარი "მშრა­ლად“ მე-12-ედ შე­ი­ნა­ხა.

მა­მარ­დაშ­ვილ­მა ბოლო 3 მატჩში არ გა­უშ­ვა გოლი და 12 შეხ­ვედ­რა­ში შე­ი­ნა­ხა კარი მშრა­ლად. მისი თა­მა­ში Whoscored-მა 7.3 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა